მნიშვნელოვანი სიახლეები
შესაძლოა მომავალში ასტეროიდებზე წიაღისეულის მოპოვება დაიწყონ

შესაძლოა მომავალში ასტეროიდებზე წიაღისეულის მოპოვება დაიწყონ

მრავალი სახელმწიფო, როგორიცაა მაგალითად ლუქსემბურგი, დაინტერესდა ასტეროიდებზე ძვირფასი ლითონების მოპოვების იდეით. მაგრამ სანამ ასტეროიდებზე თხრას შევძლებთ, ჩვენ გვჭირდება დავადგინოთ სად იმყოფებიან ისინი. თუმცა, ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია სათადარიგო ტელესკოპები, რათა მათ ზედაპირს დავაკვირდეთ - განაცხადეს მეცნიერებმა ლატვიაში ყოველკვირეული კონფერენციისას.

რიგაში წარმოდგენილი იყო „ევროპული პლანეტარული სამეცნიერო კონგრესის პრეზენტაცია“. ეს კვლევა 2016 წლის კონფერენციიდან დაიწყო, რომელსაც „ასტეროიდთა მეცნიერება და მათი კავშრი კოსმოსურ ხომალდებთან (ASIME)“ ერქვა. შეხვედრამ ინჟინრები და ასტეროიდთა შემსწავლელი მეცნიერები ერთად შეყარა.

„ასტეროიდებზე წიაღისეულის მოპოვება ძალიან საინტერესოა არა მარტო მეცნიერთათვის, არამედ ინჟინრებისთვისაც. ეს გვაძლევს ახალ წარმოდგენებს კოსმოზე,“ ამბობს ჯ.ლ. გალაჩე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი შრომების წამყვანი ავტორი და მთავარი ტექნოლოგი AtenEngineering-ში. “პრობლემა ის გახლავთ, რომ ეს ახალი საკითხია მეცნიერების სფეროში და მეტის გაგება გვჭირდება ასტეროიდებზე ისეთი მისიებით, როგორიცაა ჰაიაბუსა და როსეტა.“

პირველი ასტეროიდი 1801 წელს აღმოაჩინეს, რომელიც თავდაპირველად ჯუჯა პლანეტა ეგონათ. არავინ იცოდა, რომ მზის სისტემაში მრავალი მსგავსი ციური სხეული დაფრივანავდა. ისინი, რომლებიც ყველაზე ახლო არიან დედამიწასთან, ყველაზე საუკეთესო იქნებიან მინერალური მაღაროებისთვის, რადგან ბევრი საწვავი არ დასჭირდებათ ასტეროიდამდე მისაღწევად. აქამომდე NASA-მ 16, 700-მდე ასტეროიდი აღმოაჩნა დედამიწასთან.

მხოლოდ რამოდენიმე კოსმოსური ხომალდი მისულა ასტეროიდთან ახლოს, ამიტომ ჩვენ უკეთესი ტელესკოპები დაგვჭირდება, რათა მათი წიაღისეული შორი დაკვირვებიდან დადგინდეს. გამოსადეგი რესურსები იქნება წყალი და საწვავი. ზოგი მეცნიერის აზრით ასტეორიდთა ათვისება უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე სხვა პლანეტებისა.

თუმცა, გალაჩეს თქმით ამჟამად ჩვენ საკმარისი ტელესკოპები არ გაგვაჩნია მსგავსი კვლევებისთვის.

თუმცა საჭირო ტელესკოპები არ იქნება ერთადერთი რაც კოსმოსში წიაღისეულის მოპოვებისთვის დასჭირდებათ. მეცნიერებს სჭირდებათ დაადგინოს თუ როგორი იქნება მცირე გრავიტაციის პირობებში მაღაროს თხრა. ამასთან დადგენილია, რომ კომეტის ზედაპირი უფრო მყარია, ვიდრე შიგთავსი, თუმცა არაა დაზუსტებული იგივე ეხება თუ არა ასტეორიდებს.

ასტეროიდებზე მაღაროს თხრა სავარაუდოდ ათწლეულების შემდგომი საკითხია, თუმცა მათ შესასწავლად კოსმოური მისიებს უკვე აგზავნიან. NASA-ს ერთ-ერთი კოსმოსური მისია უკვე გზაშია და 2018 წელს ახალ ინფორმაციას მოიტანს. ამასობაში იაპონია 2020 წლისთვის ასტეორიდ რიუგუს შესწავლას ეცდება.