მნიშვნელოვანი სიახლეები
შიმშილი ტვინს დაბერებისგან იცავს

შიმშილი ტვინს დაბერებისგან იცავს

 მშიერ კუჭზე უკეთესად ფიქრობთ? მაშინ თქვენ ეს სიახლე გაგახარებთ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰორმონი, რომელიც მადის სტიმულირებას იწვევს, ასევე ტვინში ახალი უჯრედების წარმოქმნას და ზრდასაც ააქტიურებს.

სუონსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერთა გუნდმა აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ პეპტიდური ჰორმონი გრელინი ნეიროგენეზის, ანუ ტვინის უჯრედების ზრდის სტიმულირებას იწვევს.

 შესაძლოა სწორედ ამიტომ ადამიანები მშიერ კუჭზე თავს უფრო აზრგახსნილებად თვლიან.

როცა გრელინი პირველად აღმოაჩინეს, მას შიმშილის ჰორმონი უწოდეს. იგი ცარიელ კუჭში გამომუშავდება და ყოველი  უსაკვებოდ გატარებული რამდენიმე საათი სისხლში მის დონეს ზრდის. ახლა უკვე ცნობილია, რომ ეს ჰორმონი კოგნიტიურ უნარებს ზრდის. მწირი დიეტისას ცხოველები უფრო მაღალ აზროვნებას ავლენენ და ამის მიზეზი გრელინია.

ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ჰორმონის ინექციისას ცხოველები მეხსიერებასთან დაკავშირებულ დავალებებს უფრო წარმატებისთ ასრულებდნენ.

 კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორ ჯეფრი დევისის განცხადებით, გრელინი სავარაუდოთ მეხსიერებაზეც დადებით გავლენას ახდენს. შემდგომში დევისის გუნდი ამ კვლევის შედეგების წარმართვას ისეთი დაავადებების მკურნალობისკენ აპირებს, როგორიცა პარკინსონის დაავადება.