მნიშვნელოვანი სიახლეები
შინაგანი ორგანოების მკურნალობა მხოლოდ ერთი შეხებით

შინაგანი ორგანოების მკურნალობა მხოლოდ ერთი შეხებით

მედიცინა ადგილზე არ დგას და მეცნიერები სულ ახალ და ახალ მკირნალობის მეთოდებს იგონებენ. მაგრამ ის რაზეც ახლა გიამბობთ ისე გამოიყურება, რომ სამეცნიერო-ფანტასტიური რომანიდან ნაწყვეტი გეგონებათ.

 ოჰაიოს უნივერსიტეტის, ვეკსნერის სამედიცინო ცენტრის და ოჰაიოს საინჟინრო კოლეჯის  მკვლევარებმა  შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგია, სახელად  ქსოვილის ნანოტრანსფექცია, რომელსაც პაციენტის ორგანიზმის შიგნით ნებისმიერი ტიპის უჯრედის გენერირება შეუძლია. იგი შეიძლება დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციისათვის, ანდა დაბერებული ქსოვილის, მათ შორის შინაგანი ორგანოების ქსოვილის, სისხლის ნაწილაკების და ნერვული უჯრედების  ფუნქციონირების აღსადგენად  გამოდგეს.

ეს ახალი ტექნოლოგია უკვე გამოიცადა ლაბორატორიაში თაგვებზე და ღორებზე. „ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს მიიღწევა და მუშაობს 98%-ის შემთხვევაში. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ერთი შეხებით კანის უჯრედები შეგვიძლია ნებისმიერი ორგანოს ელემენტებად ვაქციოთ“ პროცესს წამზე ნაკლები ესაჭიროება. ეს არაინვაზიური პროცედურაა და ამიტომ პროცედურის შემდეგ თქვენ წასვლა შეგიძლიათ. თქვენს ორგანიზმში ჩიპი არ რჩება, ხოლო უჯრედების გადაპროგრამირება კი იწყება. ჩვენს ტექნოლოგიას არც იმუნიტეტის დათრგუნვა არ ესაჭიროება“, - ამბობს დოქტორი შანდან სენი, პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

  ახალი ტექნოლოგია ორი კომპონენტისგან შედგება: ესაა ნანოტექნოლოგიური ჩიპი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის ზრდასრულ უჯრედებში ტვირთის მიტანაზეა დაპროგრამირებული და ეს უჯრედად გარდასაქმნელი სპეციფიკური ბიოლოგიური ტვირთის დიზაინია. იგი ზრდასრულ უჯრედში  მიტანისას უჯრედს ერთი ტიპიდან მეორე ტიპის უჯრედად გარდაქმნის.

ქსოვილის ნანოტრანსფექციას არ ესაჭიროება სპეციალური ლაბორატორია და შენობა. მისი გამოყენება სამედიცინო მომსახურეობის ნებისმიერ პუნქტში შეიძლება. პროცედურა არაინვაზიურია. ტვირთი გადაიტანება ნამცეცა ელექტრული მუხტის მეშვეობით, რომელსაც პაციენტი ოდნავ გრძნობს.