მნიშვნელოვანი სიახლეები
შოკოლადის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს

შოკოლადის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს

ადრე მიაჩნდათ, რომ შოკოლადი გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების და ინსულტის რისკს ამცირებდა. დანიელ მეცნიერთა ახალი გამოკვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ამ სასუსნავის ხშირი გამოყენება არითმიას აგვაცილებს.

მოზრდილები, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ,  თვეში ერთხელ ანდა უფრო ხშირად მიირთმევდნენ შოკოლადს. მათ წინა გულის ფიბრილაციის მაჩვენებელი 10-20%-ით ნაკლები ჰქონდათ ვიდრე იმათ, ვინც შოკოლადს იშვიათად მიირთმევდა.

ყველაზე კარგი მაჩვენებელი იმ ქალებს და კაცებს ჰქონდათ, ვინც  კვირაში ორ-ექვსჯერ უნცია შოკოლადს მიირთმევდა. სულ გამოკვლევაში 50-დან 64 წლამდე ასაკის დანიის 55 000 მცხოვრები მონაწილეობდა. ყოველ მათგანს მოციმციმე არითმიის დიაგნოზი ჰქონდა. ეს გავრცელებული მდგომარეობა ინსულტის, გულის უკმარისობის და კოგნიტიური დარღვევების რისკს ზრდის.