მნიშვნელოვანი სიახლეები
სინესთეზიის მქონე ადამიანები სუნს უფრო კარგად არჩევენ

სინესთეზიის მქონე ადამიანები სუნს უფრო კარგად არჩევენ

ახალი გამოკვლევით, სუნის შეგრძნებისას, ფერების დამნახავი ადამიანები უფრო კარგი ყნოსვით გამოირჩევიან ვიდრე სინესთეზიის არმქონე ადამიანები.

სინესთეზია - ეს უჩვეულო ფენომენია, რომლის დროსაც ერთი გრძნობის ორგანო მეორეშიც აღძრავს  შეგრძნებას. სინესთეზიის ყველაზე გავრცელებული სახეობაა ასოით-ფერადი, რომლის დროსაც ასოების შეგრძნება ადამიანში ფერებთან ასოცირდება. იმავდროულად ოლფაქტორულ-ფერადოვანი სინესთეზია (სუნისა და ფერის შეთავსება) ნაკლებად გვხვდება. სინესთეზიანი ადამიანების მხოლოდ 6%-ს შეუძლია „სუნის დანახვა“.

 ნეიმეგენის (ნიდრლანდები) უნივერსიტეტის მკცლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც ექვს ოლფაქტორულ-ფერადოვან სინესთეტს და ჩვიდმეტ არასინესთეტს ტესტის გავლა შესთავაზეს. ტესტის დროს მათი ფერებისა და სუნის შეგრძნების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო. შედეგებმა აჩვენა, რომ სინესთეტები ფერსაც და სუნსაც გაცილებით უკეთ არჩევდნენ. ამასთან ისინი უფრო თანმიმდევრულები იყვნენ და  უფრო ზუსტად ასახელებდნენ ფერსა და სუნს.