მნიშვნელოვანი სიახლეები
SPACE X-მა თავისი პირველი სკაფანდრი წარმოადგინა

SPACE X-მა თავისი პირველი სკაფანდრი წარმოადგინა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა (Elon Musk) კომპანიის მიერ შექმნილი პირველი სკაფანდრის ფოტო თავისი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა. ამ სიახლის შესახებ დაწვრილებით  მოყოლას იგი უახლოეს დღეებში აპირებს.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ფოტოზე სამუშაო ნიმუშია და არა მულიაჟი. მასკის სიტყვებით სკაფანდრმა პირველი გამოცდა უკვე გაიარა: „ესთეტიკურ გარეგნობასა და ფუნქციონირებას შორის ბალანსის დაცვა ძალიან ძნელი იყო“.

  SpaceX-ის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია თუ რომელი პროექტისათვის შექმნა კომპანიამ ეს სკაფანდრი. სავარაუდოთ საქმე საერთაშორისო  კოსმოსურ სადგურზე კოსმოსურ ხომალდ Dragon-ის პირველ პილოტირებად ფრენას ეხება. ეს ფრენა 2018 წლისათვის არის დაგეგმილი. Dragon-ის განმასხვავებელი ნიშანი მისი მრავალჯერადობაა. Dragon-ი ორბიტაზე ტვირთის ასატანად და ჩამოსატანად არის განკუთვნილი - პერსპექტივაში კი მას მგზავრებიც ეყოლება.