მნიშვნელოვანი სიახლეები
SpaceX-მა Falcon 9 კოსმოსში ხელმეორედ პირველად გაუშვა

SpaceX-მა Falcon 9 კოსმოსში ხელმეორედ პირველად გაუშვა

ილონ მასკის კომპანიამ SpaceX-მა ისტორიაში პირველად რაკეტა-მატარებელი Falcon 9 კოსმოსში ხელმეორედ წარმატებით გაუშვა. ბევრი ექსპერტის აზრით ეს კოსმოსის ათვისებაში დიდი წარმატებაა.

Falcon 9-ის პირველმა საფეხური გაშვებიდან 9 წუთის შემდეგ ატლანტის ოკეანეში, მცურავ პლატფორმა "Of Course I Still Love You"-ზე წარმატებით დაეშვა. იგი 11 თვის წინ ერთხელ უკვე იმყოფებოდა კოსმოსში.

 მისიის მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ რაკეტა-მატარებლების პირველი საფეხურის მეორედ გამოყენება შესაძლებელია. პერსპექტივაში ამან  კოსმოსური ფრენები მკვეთრად უნდა გააიაფოს.

ბოლოს  Falcon 9 თებერვალში გაუშვეს. მაშინ მან ორბიტაზე Dragon-ის მოდელის სატვირთო კოსმოსური ხომალდი გაიყვანა.

 როგორც წესი კოსმოსში ფრენებისათვის „ერთჯერადი“ რაკეტა-მატარებლები გამოიყენება, რაც ძლიერ აძვირებს ფრენებს. ყოველი რაკეტა-მატარებელი ეს მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული აპარატია.

მრავალჯერადი კოსმოსური რაკეტების შექმნას ადრეც ცდილობდნენ.

ასე მაგალითად ამერიკული სისტემა „სპეის შატლში“ მრავალჯერადი იყო, თვით ხომალდი და ორი მყარსაწვავიანი ამაჩქარებელი (ვიწრო ცილინდრები, რომლებიც საწვავის დიდი ავზის გვერდებზე მაგრდებოდა).

 იმის მიუხედავად, რომ პროგრამა წარმატებული იყო, „შატლის“ მომზადებისა და მომსახურეობის პროგრამის სიძვირის გამო შემდგომი ფრენის ფასი ახალი რაკეტა-მატარებლის ღირებულებას ბევრით არ ჩამოუვარდებოდა.