მნიშვნელოვანი სიახლეები
SpaceX ორბიტაზე აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების საიდუმლო უპილოტოს გაუშვებს

SpaceX ორბიტაზე აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების საიდუმლო უპილოტოს გაუშვებს

დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური უპილოტოს X-37B-ის დედამიწის ორბიტაზე გაშვების ტენდერი მოიგო. უპილოტო აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების საიდუმლო მისიას  განახორციელებს.

აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები თავიანთ კოსმოსურ უპილოტოს ამა წლის აგვისტოში გაუშვებს. აპარატს კოსმოსში კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 გაიყვანს.

ელონ მასკის კომპანია X-37B-ს ორბიტაზე პირველად გაიყვანს. SpaceX-სათვის ეს ეროვნული უშიშროების პროექტში განხორციელებული უდიდესი მისია იქნება.

კოსმოსური უპილოტო ორბიტაზე უკვე მეხუთეთ გავა. მისი და მისი შინაარსი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, მკაცრად გასაიდუმლოებულია. აქამდე აპარატი ორბიტაზე ოთხჯერ კომპანია United Launch Alliance-ს რაკეტა Atlas 5-მა გაიყვანა. რა მიზეზით მიანიჭეს ამჯერად უპირატესობა Falcon 9-ს, უცნობია.

 ცნობილია, რომ აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებს კომპანია  Boeing-ის შექმნილი ორი X-37B კოსმოსური ხომალდი გააჩნია. წინა მისიაში მეორე კოსმოსური უპილოტო მონაწილეობდა და ორბიტაზე 718 დღე გაატარა. იგი დედამიწაზე 7 მაისს დაბრუნდა. ამის გამო ორბიტაზე სავარაუდოთ ამჯერად პირველ მოდელს გაუშვებენ.

X-37B - აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების გასაიდუმლოებული მისიაა. არსებობს მოსაზრება, რომ კოსმოსური უპილოტო ეროვნული კვლევითი პროგრამებისათვის კოსმოსში მონაცემებს აგროვებს.

 უპილოტომ პირველი გაფრენა 2010 წლის 22 აპრილს განახორციელა. სულ 4-მა მისიამ 2085 დღეს გასტანა.