მნიშვნელოვანი სიახლეები
SpaceX პირველ ინტერნეტ თანამგზავრს 2019 წელს გაუშვებს

SpaceX პირველ ინტერნეტ თანამგზავრს 2019 წელს გაუშვებს

კომპანია ორბიტაზე 4425 თანამგზავრის გაშვებას აპირებს, რომელიც დედამიწის ვრცელ რაიონებს სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფს. ყველა ეს თანამგზავრი შედარებით დაბალ ორბიტაზე - 1110-დან 1325 კილომეტრამდე სიმაღლეზე განლაგდება.

კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელობას მარსის ათვისების დიდი პროგრამა აქვს, მაგრამ ისინი არც მშობლიურ პლანეტას ტოვებენ უყურადღებოდ. ელონ მასკის კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საკუთარი ინტერნეტის ქსელის კოსმოსში განლაგებამდე 5 წლით ადრე ისინი ხელოვნურ თანამგზავრებს გაუშვებენ.

 სენატში ინტერნეტში ფართოზოლიანი წვდომისადმი  მიძღვნილ მოსმენებზე SpaceX-ის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიცია კუპერმა განაცხადა, რომ კომპანია ინტერნეტ-თანამგზავრის პროტოტიპს უკვე წელს გაუშვებს.  მისი დახმარებით დედამიწის ფართო რეგიონების ქსელში მუშაობის შესაძლებლობებს გამოცდიან. თუკი გამოცდა წარმატებული აღმოჩნდება, SpaceXსაკუთარ ინტერნეტ ქსელს 2019 წლისათვის შექმნიან.

როგორც კუპერი აცხადებს, თანამგზავრები ეტაპობრივდ გაიშვება და ეს პროცესი 2024 წლისათვის დასრულდება, რის შემდეგაც ქსელი სრული სიმძლავრით ამუშავდება. თანამგზავრების კოსმოსში განლაგების პარალელურად შეიქმნება  საკუთარი სადისპეტჩერო ცენტრები და სხვა ინფრასტრუქტურა.

 ამჟამად დედამიწის ახლო ორბიტაზე 1500-მდე თანამგზავრიდაფრინავს. ასე რომ კიდევ 4,5 ათასი თანამგზავრის გაშვებამ შესაძლოა კოსმოსური ფრენები პოტენციურად სახიფათო გახადოს. ამის მიუხედავად SpaceX-ის თავის გეგმებზე უარის თქმას არ აპირებს და შეეცდება პლანეტა შედარებით სწრაფი უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოს.