მნიშვნელოვანი სიახლეები
Stratolaunch: მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი

Stratolaunch: მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი

უშველებელ თვითმფრინავ - Stratolaunch-ს ფრთების რეკორდული სიგრძეგააჩნია. იგი იმდენად დიდია, რომ სტრატოსფეროში კოსმოსური ხომალდების გაყვანა შეუძლია.

თვითმფრინავი კომპანია Scaled Composites-მა ააგო. მისი ფრთების გაშლა 118 მეტრს აღწევს. ექვსძრავიანი თვითმფრინავი იმიტომ შეიქმნა, რომ ორ ფიუზელაჯს შორის განთავსებული რაკეტები გადაიტანოს. სიმაღლეზე ასვლის შემდეგ იგი რაკეტა მატარებელს აგდებს, რომელიც ძრავებს რთავს და უშუალოდ ჰაერში,  დედამიწიდან კოსმოსისკენ მიემართება.

 ეს კოსმოსური ფრენებისადმი ახლი მიდგომაა, რომელიც 1950-1960-იან წლებში X-plane-ის ტესტირებას ჰგავს. თვითმფრინავი ანგარიდან პირველად გამოაგორეს და მალე საწვავით სასინჯი  გაწყობა, ძრავების ტესტირება, ასაფრენ ბილიკზე პირველი გავლა და ბოლოს პირველი აფრენაც ელოდება.

 კომპანია, რომელმაც ეს გიგანტი დააპროექტა Stratolaunch Systems-ის სახელს ატარებს. ახლა იგი კოსმოსური რაკეტის მოდელზე მუშაობს. თვითმფრინავის აწყობისას ხარაჩოები სამ სართულად იყო აწყობილი. თვითმფრინავს 28 ბორბალი აქვს მისი წონა კი 227 ტონას აღწევს.

თვითმფრინავის მაქსიმალური ასაფრენი წონა 590 ტონაა. მას 250 ტონამდე წონის ტვირთის და 113 ტონა საწვავის გადატანა შეუძლია. პირველი საცდელი ფრენისას მხოლოდ ერთ რაკეტა Pegasus XL-ს გამოიყენებენ. არადა თვითმფრინავს ერთ ფრენაზე სამი რაკეტის წაღება შეუძლია.

თვითმფრინავის ტესტირება სამ თვეს გასტანს. რაკეტა-მატარებლის პირველი გაფრენა 2019 წლისთვის არის გათვალისწინებული. Stratolaunch-ის ამოცანას ორბიტაზე რაკეტებისა და ტვირთების გატანის ახალი გზის ძიებაა. თუკი კომპანიას ყველაფერი გამოუვა და თვითმფრინავი თავის ეფექტურობას დაამტკიცებს, ეს ორბიტაზე ტვირთების გატანას საგრძნობლად გაიაფებს.