მნიშვნელოვანი სიახლეები
Stratolaunch თავისი გიგანტური თვითმფრინავის ექვსივე ძრავა წარმატებით გამოსცადა

Stratolaunch თავისი გიგანტური თვითმფრინავის ექვსივე ძრავა წარმატებით გამოსცადა

კომპანია Stratolaunch Pratt & Whitney PW4056 რეაქტიული ძრავების  გამოცდა წარმატებით ჩაატარა. ეს ძრავები კომპანიის გიგანტური თვითმფრინავისთვისაა განკუთვნილი, რომელმაც მომავალში  რაკეტა-მატარებლების გასაშვები პლატფორმა უნდა გახდეს.

 როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გამოცდა სამ ეტაპად ჩატარდა. ამას გარდა  ფრენის მართვის, ელექტრო, პნევმო  და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემებიც დატესტეს. კომპანიის განცხადებით გამოცდებმა წარმატებით ჩაიარეს.

თვითმფრინავი Stratolaunch ეს ორ ფუზელაჟიანი მონოპლანია მსოფლიოში ფრთების ყველაზე დიდი გაშლით. იგი ჩაფიქრებულია, როგორც რაკეტა-მატარებელ Pegasus XL-ის გასაშვები პლატფორმა. ამა წლის მაისში თვითმფრინავი ანგარიდან პირველად გამოაგორეს. მან კიდევ ბევრი ტესტი უნდა გაიაროს. კომპანიის განცხადებით პირველი   სადემონსტრაციო გაფრენა 2019 წელს უნდა მოხდეს.