მნიშვნელოვანი სიახლეები
თანამგზავრის დახმარებით ეგვიპტეში ახალი პირამიდები აღმოაჩინეს

თანამგზავრის დახმარებით ეგვიპტეში ახალი პირამიდები აღმოაჩინეს

ონლაინ რუკა „Google Earth”-ის დახმარებით ამერიკელმა არქეოლოგმა ანჯელა მიკოლმა ეგვიპტეში ნილოსის აუზში პირამიდების ახალი კომპლექსი აღმოაჩინა.

იგი პროგრამის მეშვეობით რამდენიმე წელი მუშაობდა, ეგვიპტეში იმ ბორცვებს სწავლობდა, რომელთა ფორმები პირამიდებისას წააგავდა. მათი წვეროები მოსწორებული იყო. მეცნიერის ვარაუდით, ფორმების სიმკვეთრე შესაძლოა ეროზიის ბრალი იყოს.

თუკი ანჟელა მიკოლის  აზრი დადასტურდება, მაშინ აღმოჩენილი ნაგებობა უფრო დიდი იქნება, ვიდრე ყველასათვის ცნობილი ჰეოფსის პირამიდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირამიდა ქალაქ აბუ-სიდჰუმიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ვარაუდის დასადასტურებლად ან უარსაყოფად  ეგვიპტეში ექსპედიცია გაიგზავნა.