მნიშვნელოვანი სიახლეები
ტექნიკა სხეულის შიგნით

ტექნიკა სხეულის შიგნით

კუჭის წვენს შეუძლია საკვების დაშლა. კიდევ მას ელექტროენერგიის გამომუშავებაც და ელექტრონული ხელსაწყოების კვებაც შეუძლია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ნამცეცა გენერატორი შექმნეს, რომელიც კუჭის წვენზე მუშაობს და გადამწოდათ და წამლების მისატანად შეიძლება გამოვიყენოთ.

ამას გარდა ამავე გუნდმა მცირე ზომის გადასაყლაპი ხელსაწყოებიც  შექმნა.  მათ შორის გულზე და წნევაზე მოთვალყურე გადამწოდები და წამლების სხვადასხვა ორგანოში მისატანი მოწყობილობებიც იყო. პრობლემა მცირე ზომის ბატარეებში იყო, რომლებიც ძვირი ღირდა და პაციენტის ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი იყო.

ახალმა ტექნოლოგიამ ბატარეა მცირე ზომის გალვანური ელემენტებით შეცვალა, რომელიც კუჭში მჟავისგან იღებდა ენერგიას. მჟავებს მცირე ელექტრული მუხტის გატარება შეუძლითა, რაც სავსებით საკმარისია ელექტრონული მოწყობილობების საკვებად. გამოცდების დროს ამგვარი გენერატორი რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურულ გადამწოდს კვებავდა და უსადენო კავშირის ხაზით ინფორმაციას ყოველ 12 წამში აწვდიდა.

წვრილ ნაწლავში მჟავიანობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე კუჭში, ამიტომაც იქ მოწყობილობა ენერგიის მხოლოდ 1%-ს იძლევა. ამის მიუხედავად მასში საკმარისი ენერგია მაინც არის იმისათვის, რათა კვებოს გადამწოდი და მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუნდაც ნაკლები პერიოდულობით.

 მკვლევართა შემდგომი მიზანი მოწყობილობის იმდენად შემცირებაა, რომ შესაძლებელი გახდეს კომპონენტების ერთიან სქემაში მოქცევა. ამის შემდეგ შეეცდებიან გადამწოდების დამატებას და მოწყობილობის სხეულში ყოფნის ხანგძლივობის გაზედას. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს დრო რამდენიმე კვირამდე შეიძლება გაიზრდოს.