მნიშვნელოვანი სიახლეები
ტესტოსტერონი კაცებს ფიქრის საშუალებას არ აძლევს

ტესტოსტერონი კაცებს ფიქრის საშუალებას არ აძლევს

სამმა ფსიქოლოგმა აშშ-დან დაადგინა, რომ ტესტისტერონი მამაკაცებს საკუთარ სიმართლეში არწმუნებს და ინტუიციის ხმას ახშობს.

უორტონის ბიზნესის სკოლის, დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამმა ფსიქოლოგმა დაადგინა თუ როგორ ზემოქმედებს ტესტოსტერონის ჰორმონი მამაკაცების რაციონალური აზროვნების უნარზე. ამისათვის მათ 243 მამაკაცს ტესტოსტერონს ანდა პლაცებოს აძლევდნენ და აიძულებდნენ მარტივი არითმეტიკული ამოცანები ამოეხსნათ. ამასთან პირველივე აზრად გაელვებული ამონახსნი არასწორი იყო. მაგალითად ასეთი: „ჩოგანი და ბურთი ერთად 1 დოლარი და 10 ცენტი ღირს. ჩოგანი 1 დოლარით უფრო ძვირი ღირს ბურთზე. რა ღირს ბურთი?“

ინტუიცია ბევრს არასორ პასუხს კარნახობდა: ათი ცენტი. სინამდვილეში ბურთი 5 ცენტი ღირს, ხოლო ჩოგანი დოლარით უფრო ძვირი - 1დოლარი და 5 ცენტი. მაგრამ იმისათვის, რომ სწორი პასუხი იპოვოთ, საჭიროა პასუხის პირველ ვარიანტში ეჭვი შეიტანოთ. ექსპერიმენტის მონაწილეებმა, რომლებმაც ჰორმონის დოზა მიიღეს ამოცანას 20%-ით უფრო ცუდათ ხსნიდნენ, ვიდრე პლაცებო მიღებულები.

ჰორმონის ამგვარ მოქმედებას ორგვარი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, თვლის ექსპერიმენტის ერთ-ერთი ავტორი კოლინ კამერერი (Colin Camerer)კალტეხიდან. ტესტოსტერონი ან ანელებს აზროვნების პროცესს, ანდა აძლიერებს საკუთარი სიმართლის შეგრძნებას. ტესტოსტერონი მამაკაცებში მაღალი სოციალური სტატუსის მიღების სურვილს აძლიერებს. სურვილის მომატება კი ხშირად წარმატების საწინდარია.

მკვლევარებმა ტესტოსტერონის ბაზაზე დამზადებული მედიკამენტების გვერდითი მოვლენების საკითხი წამოსწიეს. შესაძლოა ამგვარი მედიკამენტების მიღების შემდეგ მამაკაცები ფიქრობენ, რომ რაღაც იციან, როცა სინამდვილეში არაფერი არ იციან.