მნიშვნელოვანი სიახლეები
Thubber: ლითონის თვისებების მქონე ზეელასტიური რეზინი (+ვიდეო)

Thubber: ლითონის თვისებების მქონე ზეელასტიური რეზინი (+ვიდეო)

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რეზინისმაგვარი თბოგამტარი მასალა შექმნეს, რომელიც რბილი წელვადი ელექტრონიკისა და მექანიზმების დამზადების საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია.

 ახალ მასალას სახელად  «thubber»უწოდეს. იგი ელექტროსაიზოლაციო მასალას წარმოადგენს,რომელსაც ლითონებისათვის დამახასიათებელი თბოგამტარობა და რბილი ბიოლოგიური ქსოვილებისათვის დამახასიათებელი ელასტიურობა გააჩნია. მას თავისი საწყის სიგრძესთან შედარებით ექვსჯერ გაწელვა შეუძლია.

ახალი რეზინის საკვანძო ინგრედიენტი თხევადი ლითონის არატოქსიკური მიკროწვეთების სუსპენზიაა. თხევადი მდგომარეობა ლითონს მის გარემომცველ რეზინთან ერთად გაწელვის საშუალებას აძლევს. როდესაც რეზინი გაწელილია, წვეთები გაწელილ ტრაექტორიებს ქმნიან, რომელიც სითბოს გასატარებლად ეფექტურია. ლითონის დიდი რაოდენობის მიუხედავად მასალა ელექტროსაიზოლაციო თვისებებს ინარჩუნებს.

მასალის თვისებების საილუსტრაციოთ მეცნიერებმა რბილი რობოთევზი შექმნეს, რომლის კუდი thubber-ისგან არის დამზადებული. თევზი ყოველგვარი ძრავებისა და კბილანების გარეშე, მხოლოდ კუდის მოძრაობით ცურავს.