მნიშვნელოვანი სიახლეები
Toshiba-ს ბატარეა 6 წუთში იტენება და 320 კილომეტრის გავლის შესაძლებლობას იძლევა.

Toshiba-ს ბატარეა 6 წუთში იტენება და 320 კილომეტრის გავლის შესაძლებლობას იძლევა.

Toshiba-მ ახალი თაობის ბატარეა SCiB წარმოადგინა,რომელიც კომპანიის განცხადებით სულ რაღაც 6 წუთში იტენება. მისი მეშვეობით ელექტრომობილს 320 კმ-ის გავლა შეეძლება.

 Toshiba-მ 2008 წელს ახალი ლითიუმ-იონურიბატარეა SCiB-ი შექმნა, რომელშიც ანოდად ლითიუმის ტიტანატი  გამოიყენება. ახლა კი ახალ ბატარეაში ანოდად უკვე ახალი მასალა - ტიტანის ნიობატი გამოიყენეს. ამ ცვლილებამ მაღალი ტევადობის ბატარეას სწრაფი დატენვის უნარი შესძინა. ყველაფერთან ერთად ბატარეას დაბალ ტემპერატურების დროს მუშაობის უნარიც გააჩნია. ასე მაგალითად, მინუს 10 გრადუს ყინვაში მისი დატენვის დრო 10 წუთს შეადგენს. ამას გარდა აკუმულიატორი 5000 დატენვა/განმუხტვის ციხკლისას თავის ტევადობის 90%-ს ინარჩუნებს.

 Toshiba-ს განცხადებით აკუმულიატორი 6 წუთში მძლავრ დამტენ სადგურებშიდაიტენება,მაგრამ არ დაუზუსტებიათ თურომელია ეს "მძლავრი" სადგურები. უცნობია Tesla-ს დამტენი სადგურები Supercharger-ები, რომლებიც 135 კილოვატს იძლევიან, შეძლებენ თუ არა ახალი აკუმულიატორების 6 წუთში დატენვას.

Toshiba-ს განცხადებით იგი ბატარეის გაუმჯობესებას კიდევ აპირებს. ახალი აკუმულიატორები ბაზარზე 2019 წლისათვის გამოჩნდება.