მნიშვნელოვანი სიახლეები
ტრანსპლანტაციისათვის ორგანოების გამოზრდაში ანდროიდები დაგვეხმარებიან

ტრანსპლანტაციისათვის ორგანოების გამოზრდაში ანდროიდები დაგვეხმარებიან

მეცნიერებმა უკვე ისწავლეს ლაბორატორიულ პირობებში ქსოვილებისა და ორგანოების გამოზრდა, მაგრამ მათი ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა ისეთი დატვირთვები და პირობები, როგორიც მათ ადამიანის ორგანიზმში რეალურად გააჩნიათ. ამიტომაც ფრანგმა მეცნიერებმა ხელოვნური ქსოვილების გამოზრდა საკვებ ხსანარიან აბაზანებში ჩაძირულ ანდროიდებზე გადაწყვიტეს.

 მეცნიერები უკვე ზრდიან ძვლებსა და მინიატურულ ორგანოებს ლაბორატორიებში, მაგრამ ისინი მარტივები გამოდიან. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ პეტრის ლამბაქი ადამიანის ორგანიზმს არ ჰგავს.

ავიღოთ ჩონჩხის კუნთები. ბიორეაქტორები, ეს თბილი ნოტიო ჭურჭლებია, სადაც უჯრედებს ზრდიან. აქ გამოზრდილ კუნთზე რამდენიმე მარტივი მოძრაობის პროვოცირება შეიძლება. მაგრამ ეს ახლოსაც კი არ მიდის იმ რთულ მოძრაობებთან და დაძაბულობასთან, რომელსაც კუნთი ადამიანის ორგანიზმში განიცდის. ამიტომაც კუნთს თანაბრად გაზრდისა და გამტკიცების საშუალება არ ეძლევა. ამიტომაც კუნთების გამოსაზრდელ ბაზისად ოქსფორდელმა მეცნიერებმა სხვადასხვა რობოტების გამოყენება შემოგვთავაზეს.

 „არ არსებობს იმაზე უკეთესი ბიორეაქტორი, ვიდრე ადამიანის სხეულია. თუკი ჩვენ შევძლებთ მის თუნდაც ნაწილობრივ კოპირებას, მაშინ ფუნქციონალური ქსოვილის მიღების მეტი შანსი გვექნება“, აცხადებს პიერ მოტი, კვლევის თანაავტორი და ქსოვილური ინჟინერიის სპეციალისტი. სპეციალური რობოტები, Kenshiro და Eccerobot, ადამიანის სხეულს წვრილმანებშიც კი იმეორებენ. ნაშრომის ავტორები გვთავაზობენ მათ გადავუნერგოთ ადამიანის ქსოვილები და  მათგან სიცოცხლისუნარიანი ტრანსპლანტანტები გამოვზარდოთ. უფრო მეტიც: მყესების, ხრტილის და ძვლის წარმოსაქმნელად რობოტებმა შეიძლება ფიზიკური აქტივობის ფართო სპექტრის იმიტაცია მოახდინონ, რაც ხელს შეუწყობს  უჯრედებს განვითარდნენ და რთულ ქსოვილად ჩამოყალიბდნენ.

 როგორი იქნება ამგვარი სისტემა? სავარაუდოთ მეცნიერები რობოტიზირებულ საფუძველს უბრალოდ საკვებ „ბულიონიან“ ავზში ჩაძირავენ, მაგრამ მაშინ შეიძლება სითხემ მგრძნობიარე მემბრანები დააზიანოს ანდა მოკლე ჩართვა გამოიწვიოს. საკითხის მეორე გადაწყვეტა ქსოვილის გარშემო ხელოვნური ტყავის მსგავსი გარსის შექმნას გულისხმობს, რომელიც მას საკვები ნივთიერებებით უზრუნველჰყოფს და ამ დროს კი რობოტი მშრალი დარჩებოდა. მოტი და მისი კოლეგა ენდრიუ კარი უკვე მუშაობენ პროტოტიპის შექმნაზე და მალე საზოგადოებას პირველ შედეგებს გააცნობენ.