მნიშვნელოვანი სიახლეები
თურქმენეთის აღმოსავლეთით გამოქვაბულში მეცნიერებისათვის უცნობ მწერს მიაკვლიეს

თურქმენეთის აღმოსავლეთით გამოქვაბულში მეცნიერებისათვის უცნობ მწერს მიაკვლიეს

 თურქმენეთის აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთი გამოქვაბული მეცნიერებისათვის დღემდე უცნობი მწერისთვის  მშობლიური სახლი აღმოჩნდა.

აღმოჩენა კაპტარხანას გამოქვაბულში გაკეთდა, რომელიც კოიტენდაგის მთის ძირას მდებარეობს. ადგილობრივი ლანდშაფტი მრავალი ხეობით, ღრმა ნაპრალებითა და კარსტული წარმონაქმნით არის დასერილი. თავის სილამაზით გულშირინის გამოქვაბული გამოირჩევა, რომელიც სტალაქტიდებითა,  სტალაგმიტებით და თეთრი თაბაშირის დანალექებით არის დამშვენებული.

 რაც შეეხება კატარხანას, იგი მრავალი „გამოქვაბულის“ არსებისათვის  სახლად იქცა. მათ შორის ფეხსახსრიანების ახალი სახეობაა. ეს არსება სიგრძით რამდენიმე მილიმეტრს აღწევს და თვალები არ გააჩნია. მას Turkmenocampa mirabilis უწოდეს. იგი ესპანელმა და ბულგარელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს და აღწერეს.

 მეცნიერებმა გამოქვაბულში 8 საათი გაატარეს. მათ სუნიანი ყველი დადეს ხაფანგად და რამდენიმე „მსხვერპლი“ ჩაიგდეს ხელში.

 არსება გამოქვაბულის ფეხსახსრიანების აქამდე უცნობ სახეობას და გვარს განეკუთვნება (ორკუდიანების ოჯახის კამპოდეიდების). მეცნიერთა თქმით ეს საოცარი „გამოქვაბულის“ ცხოველია, რომელმაც ევოლუციის გრძელი გზა განვლო და  მიწისქვეშა ცხოვრებასთან ადაპტირება შეძლო.

 მეცნიერები რეგიონის სხვა გამოქვაბულების შესწავლას განაგრძობენ, რათა გამოარკვიონ თუ როგორ შეეგუენ ეს ცხოველები ცხოვრების ასეთ გაუსაძლის პირობებს.