მნიშვნელოვანი სიახლეები
თვალის ბადურაში „ახლომხედველობის უჯრედები“ აღმოაჩინეს

თვალის ბადურაში „ახლომხედველობის უჯრედები“ აღმოაჩინეს

მიოპიის ანუ ახლომხედველობის დროს სინათლის სხივები ბადურაზე კი არა, არამედ მის წინ ფოკუსირდებიან. ხშირად ამის მიზეზი ისაა, რომ თვალის კაკალი დიდი იზრდება და ბადურა ფოკალური სიბრტყიდან „გამოდის“. ბავშვობაში ჩვენი თვალები აქტიურად იზრდებიან და სწორედ მაშინ ვლინდება ყველაზე მეტად ახლომხედველობა, ვინაიდან თვალის კაკლის ზრდის მექანიზმი ხარვეზით მუშაობს.

 მაგრამ როგორაა მოწყობილი ეს მექანიზმი? ამის შესახებ დიდი ხანი არაფერი იყო ცნობილი. ითვლებოდა, რომ ამაში გადამწყვეტი როლი თავად ბადურას აკისრია: ვინაიდან სწორედ იგი იღებს გამოსახულებას და ამიტომ, როცა თვალის ოპტიკური სისტემა ოპტიმალურ პარამეტრებს აღწევს, ბადურა თვალის ზრდას აჩერებს. მაგრამ რა ხდება ამ დროს და რომელი უჯრედები იღებენ მონაწილეობას ამ პროცესებში დიდი ხანი არავინ იცოდა.

ჩრდილო დასავლეთის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, ილინოისი, აშშ) მკვლევართა ინფორმაციით მათ შეძლეს თვალის ბადურაში იმ უჯრედების პოვნა, რომლებსაც თვალის ზრდაზე გავლენა აქვთ. თვალის ბადურა რთული შედგენილობისაა: მას ათი სხვადასხვა უჯრედული შრე გააჩნია. ერთ-ერთი ასეთი შრე განგლიონარული უჯრედებისგან შედგება. ამ უჯრედების ორმოცდაათი სახეობა არსებობს და თვითოეულს თავისი ფუნქცია აქვს. ისინი თავად სინათლეს ვერ გრძნობენ, მაგრამ ფოტორეცეპტორული შრიდან ნერვულ სიგნალებს კრიბავენ. ზოგი განგლიონარული უჯრედი სპეციალიზირდება მოძრაობაზე, ზოგიც ფერზე და ასე შემდეგ.

 ზოგ მათგანს უნიკალური თვისებები აღმოაჩნდა: ისინი სხვადასხვნაირად მუშაობენ იმისდა მიხედვით, გამოსახულება ფოკუსშია თუ არა. ყველაზე უფრო მგრძნობიარენი ისინი მაშინ ხდებოდნენ, როცა გამოსახულება ზუსტად ფოკალურ სიბრტყეში იყო. რეალურად ისინი გამოსახულების კონტრასტულობაზე რეაგირებენ.

მეცნიერებს ჯერ კიდევ გასარკვევი აქვთ თუ როგორ მართავენ ეს უჯრედები თვალის კაკლის ზრდას და როგორ არიან დამოკიდებულები ახლომხედველობასთან. ნაშრომის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აქ საქმე ხელოვნური განათებაშია. მასზე უჯრედები რეაგირებენ, როგორც ჩვეულებრივ კონტრასტზე. ასე რომ მათი ჰიპერაქტიურობის გამო თვალის კაკალი უფრო დიდი იზრდება. სწორედ ბავშვობაში სახლში ჯდომის გამო ჩვენ მიოპიას გამოვიმუშავებთ. მაგრამ ფაქტია, როგორი დამაჯერებელიც არ უნდა იყოს ჰიპოთეზა მას დამტკიცება სჭირდება, რომელიც დამატებით ექსპერიმენტებს საჭიროებს.