მნიშვნელოვანი სიახლეები
უჩვეულო 3D-ბეჭდვა (+ვიდეო)

უჩვეულო 3D-ბეჭდვა (+ვიდეო)

 მოზაიკური სტრუქტურების იმიტაციის გამოყენებით, მეცნიერებმა მელნის გარეშე ფერადი 3D-კომპლექსების ბეჭდვა შეძლეს.

პიგმენტი სამყაროს გაფერადების ერთადერთი საშუალება არაა. მოოობევრი ბუნებრივი ობიექტი, დაწყებული ხოჭოების ჯავშნით და ფარშევანგის ბუმბულით დამთავრებული, ნამცეცა მოზაიკურ მასივებს შეიცავენ, რომლებიც სინათლის არეკვლაზე ზეგავლენას ახდენენ და მკვეთრ ფერებს ქმნიან: ლურჯს, მწვანეს და ყვითელს. მკვლევარებმა ამ სტრუქტურების წარმოება ისწავლეს, მაგრამ  მასიურ წარმოებამდე ჯერ შორსაა.

ვიდეო რგოლში ამგვარი შეფერადების ერთ-ერთ მეთოდიკაზეა საუბარი. მეცნიერებმა მცირე ზომის გერმანიუმის შემცველი პლასტიკის კოლბებისგან მასივების ლაზერულ პრინტერზე ბეჭდვა შეძლეს. შედეგად მათ ყავისფერი, წითელი და ლურჯი ფერებისგან შემდგარი პალიტრა მიიღეს. ამ ტექნოლოგიით ჯერჯერობით ცისარტყელას ყველა ფერის მიღება შეუძლებელია, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია.