მნიშვნელოვანი სიახლეები
უდიდესი წყალდიდობა მარსზე

უდიდესი წყალდიდობა მარსზე

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ავტომატურმა საპლანეტათშორისო სადგურმა Mars Express-მა მარსზე წყალდიდობის ყველაზე მასიური კვალი აღმოაჩინა.

 Kasei Valles არხების სისტემას ვულკანური რეგიონ Tharsis-ის აღმოსავლეთით 3000 კვადრატული კიულომეტრი ფართობი უკავია. ვულკანური აქტივობის, ტექტონიკური ძვრების და დანალექი ქანების ამგვარმა კომბინაციამ მიწისქვეშა წყლების ზედაპირზე ყველაზე მასიური ამოსვლა განაპირობა. ამ უძველესი მეგაწყალდიდობამ ზედაპირზე, რომელიც 3,6 – 3,4 მილიონი წლის წინათ მოხდა,  საკმაო კვალი დატოვა, რომელიც დღესაც კი ჩანს.

ვურჩესტერის 25 კილომეტრი დიამეტრის კრატერმა მეგაწყალდიდობის ეროზიულ ზემოქმედებას წინააღმდეგობა გაუწია. შედეგად ჩვენ კუნძულოვან წარმონაქმნს ვხედავთ, რომელიც მიუთითებს, რომ ამ ადგილას წყლის დონე სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო.

 ვუჩესტერის კრატერის გარშემო პეიზაჟი იმაზე მიუთითებს, რომ ეს რეგიონი თავის დროზე  მდიდარი იყო წყლით და ყინულით. კრატერის პატერნა კი შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. ამასთან მარსის ზედაპირზე დაცემული ციური სხეული წყალში ჩავარდა და ამიტომ მისი ნაფლეთები კი არ გაფრინდა, არამედ გაცურდა წყალში, ნელნელა შეჩერდა და პერიფერიაზე გროვების სახით ვხედავთ.