მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი 8 წლის ნეანდერტალელი ბავშვის ჩონჩხი აღმოაჩინეს (+ვიდეო)

უძველესი 8 წლის ნეანდერტალელი ბავშვის ჩონჩხი აღმოაჩინეს (+ვიდეო)

49 000 წლის წინანდელი შვიდ ნახევარი წლის ბიჭის ჩონჩხი იპოვეს, რომლითაც ჩანს თუ როგორ იზრდებოდნენ ნეანდერტელები. კვლევამ აჩვენა, რომ  ჩვენი გადაშენებული ბიძაშვილები ისეთივე ტემპით იზრდებოდნენ, როგორც დღევანდელი ადამიანები. მაგრამ გააჩნდათ სხვაგვარი ფიზიოლოგია - როგორიცაა დიდი ზომის ტვინი - რაც ყველაზე მეტად განასხვავებდა დღევანდელი ადამიანისგან.

ეს კარგად შემონახული ჩონჩხი ესპანეთის გამოქვაბულში სხვა ოჯახის წევრებთან ერთად იპოვეს. ჩონჩხს გააჩნდა როგორც ბავშვის, ისე მოზრდილის კბილები. რის მიხედვითაც დაადგინეს მისი ასაკი.

ბავშვის ტვინის დაახლოებით 88 პროცენტით იგივე იყო, რაც მოზრდილის. მას თანამედროვე ზრდასრული ადამიანის საშუალოდ 95 პროცენტით მეტი ზონის ტვინი გააჩნდა.

ეს აღმოჩენა მეცნიერებს უფრო დაეხმარება უკეთ შეისწავლონ ადამიანის ევოლუცია.

„მომატებული ტვინის ზრდა შესაძლოა ენერგიის სხვაგვარი გადანაწილებით ყოფილიყო გამოწვეული, შესაძლოა მისი ზრდა უფრო ადვილი იყო მის გარემო პირობებში“, უთხრა დოქტორმა როსასმა MailOnline-ს.

დოქტორი როსას თქმით, მკვლევარებმა არ იციან თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა მათი ბავშვური ქმედებები. მაგრამ ისინი ვარაუდობენ, რომ ტვინისა და ხერხემლის გახანგრძლივებული ზრდა იწვევდა ნეანდერტალელთა უჩვეულო სხეულის აღნაგობასა და ფსიქოლოგიას.

„ტვინი დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს ზრდისა და მუშაობისთვის. ესაა მაღალგანვითარებული პრიმატების ბიოლოგიური სტრატეგია და აჩვენებს ევოლუციისას ადამიანები როგორ განვითარდნენ.“

ასევე კვლევებით ირკვევა, რომ ნეანდერტალელები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე აქამდე ეგონათ.

მეცნიერები კიდევ გააგრძელებენ ჩონჩხების შესწავლას და შეეცდებიან რაც შეიძლება მეტი გაარკვიონ.