მნიშვნელოვანი სიახლეები
უჰაერო საბურავები ბაზარზე 2019 წლიდან გამოვა

უჰაერო საბურავები ბაზარზე 2019 წლიდან გამოვა

იაპონური კომპანია Bridgestoneუჰაერო საბურავების Air Free-ს სერიული წარმოების დაწყებას ორი წლის შემდეგ აპირებს.

რამდენიმე წლის წინათ Bridgestone-მა უჰაერო საბურავები Air Free Conceptრამდენიმე წლის წინათ აჩვენა. მათში მანების უნიკალური სტრუქტურა გამოიყენეს. ამგვარ კონსტრუქციას ორი დიდი უპირატესობა ჰქონდა: საბურავის დატუმბვა საჭირო აღარ იყო და შესაბამისად მისი გახვრეტაც შეუძლებელია. წარმოდგენილი იყო სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისათვის განკუთვნილი რამდენიმე ვარიანტი.

ახლა კი იაპონელები ველოსიპედებზე გადავიდნენ და თანაც სერიოზულად. Bridgestone ველოსდიპედებისათვის Air Free საბურავების გამოშვებას უკვე 2019 წლიდან აპირებენ. ამგვარ საბურავებში დემპფირებადი მანები სპეციალური თერმოპლასტიკური კაუჩუკისგან მზადდება. იგი მთლიანად გადამამუშავებადი მასალაა და მეორადი გამოყენებისათვის გამოდგება. მაგრამ რატომ მხოლოდ ველოსიპედებისათვის?

საქმე იმაშია, რომ Air Free ტექნოლოგია ჯერჯერობით მაღალი სიჩქარეებისათვის არ გამოდგება. მათი მოტოციკლებზე ანდა ვატომობილებზე გამოსაყენებლად ბალანსირების პრობლემაა გადასაწყვეტი. ამას გარდა დიდი სიჩქარეების დროს საბურავზე დიდი ცენტრიდანული ძალა მოქმედებს. ეს პრობლემები შესაძლოა პერსპექტივაში გადაწყდეს კიდეც.Пономарёв