მნიშვნელოვანი სიახლეები
უპილოტოებს ადამიანის სისხლი ანდეს (+ვიდეო)

უპილოტოებს ადამიანის სისხლი ანდეს (+ვიდეო)

შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს ჰოსპიტალში კვადრაკოპტერებს ლაბორატორიაში ანალიზისათვის სისხლის დროულად გადასატანად იყენებენ.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ  სისხლის და სხვა ბიოლოგიური მასალების ლაბორატორიაში სწრაფი გადატანა აუცილებელია. როგორც წესი ისინი კურიერებს დააქვთ, მაგრამ მეგაპოლისებში საავტომობილო საცობების გამო გადატანა გვიანდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად კვადრაკოპტერები ზედგამოჭრილი აღმოჩნდნენ.

ქალაქ ლუგანოს ორ ჰოსპიტალში, შვეიცარიის ფოსტის მხარდაჭერით Matternet One კვადრაკოპტერები ბილოგიური  მასალის ოპერატიულად გადატანისათვის გამოიყენეს. ჰოსპიტალის თანამშრომლები უპილოტოს კონტეინერში ბიომასალას ათავსებენ, შეჰყავთ მისამართი და მობილური აპლიკაციის მეშვეობით დრონს უშვებენ.

 კვადრაკოპტერის მითითებული მარშრუტით ავტომატურ რეჟიმში მოძრაობს. Matternet One-ს ერთ კილოგრამამდე მასის ტვირთის 20 კილომეტრ მანძილზე 36 კმ/სთ სიჩქარით გადატანა შეუძლია. უპილოტოს შეუძლია შენობებს და სხვა წინააღმდეგობებ გვერდი აუაროს. თუკი გამოცდები წარმატებით დასრულდება, მაშინ 2018 წლიდან დრონები ამ საქმიანობას მუდმივად შეასრულებენ.