მნიშვნელოვანი სიახლეები
ურანი მყრალი პლანეტა აღმოჩნდა

ურანი მყრალი პლანეტა აღმოჩნდა

მეცნიერებს მზის სისტემის სიდიდით მესამე პლანეტასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაუგროვდათ. მაგრამ მათ შორის მთავარიც არის: როგორი სუნი აქვს ურანს?

სინამდვილეში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია - ვინაიდან არა მგონია ოდესმე ურანის ატმოსფეროს შესუნთქვა მოგვიხდეს. თუკი მაინც ვეცდებით ამის გაკეთებას, მაშინ უდავოდ დაღუპვა გველის. NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის წარმომადგენლის მარკ ჰოფშტადტერის განმარტებებით ურანის ატმოსფეროს ჩასუნთქვა საერთოდ არ შეიძლება. ჯერ ერთი იქ სუნთქვისათვის არასაკმარისი ჟანგბადია და მეორეც ურანის ატმოსფეროს სხვა გაზებს ძალიან ცუდი სუნი აქვთ.

ურანის ატმოსფეროს სხვადასხვა შემადგენლობა აქვს. გააჩნია მისი რომელი ადგილიდან ავიღებთ სინჯებს. პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენებში გვხვდება წყალბადი, ჰელიუმი და მეთანი. ქვედა ფენებში გვხვდება გოგირდწყალბადი, ამიაკი, მეთანი, ნახშირორჟანგი და სხვა გაზები.

ამასთან მეთანისა და გოგირდწყალბადის კონცენტრაცია უმნიშვნელოა. შესაბამისად 0,8 წილი მილიონზე და 100 წილი მილიარდზე. ამის მიუხედავად ისინი მყრად ღრუბლებად გროვდებიან.

მართალია სხვა გაზები ამ სუნს აზავებენ, მაგრამ  ამით ურანის ატმოსფერო უფრო „სურნელოვანი“ არ ხდება. მაგალითად მომწამვლელ გაზს ფოსფინს სუნი საერთოდ არა აქვს, მაგრამ სხვა გაზებთან შერევისას მას ისეთი სუნის გენერირება შეუძლია, როგორიცაა ნიორი ანდა დამპალი თევზი. ნახშირბადის ნაზავი წყალბადთან და მეთანთან ისეთ სუნს წარმოშობს, რომ სკუნსების გუნდი მონაგონი იქნება.

 სიმართლე რომ ითქვას, სხვა გაზის გიგანტებიც საკამოდ არასურნელოვანები არიან, მაგრამ მათ ატმოსფეროში ჰელიუმისა და წყალბადის უფრო მაღალი შემცველობის გამო სიმყრალე ნაკლებად საგრძნობი იქნება. ასე რომ მოგვწონს ეს თუ არა, ლაჟვარდისფერი ურანი შარდის და ლაყე კვერცხის სუნად ყარს.