მნიშვნელოვანი სიახლეები
ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ პლანეტებს „ყლაპავს“

ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ პლანეტებს „ყლაპავს“

პრინსტონელმა ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელიც თავის პლანეტარულ სისტემას ყლაპავს. გადაყლაპური პლანეტების ჯამური მასა 15  დედამიწის მასას შეადგენს.

ვარსკვლავმა არაოფიციალურ სახელად კრონოსი მიიღო - ძველბერძნული მითოლოგიის ღმერთის სახელი, რომელიც თავის შვილებს ყლაპავდა. მისი ოფიციალური სახელია HD 240430. კრონოსი ორი ვარსკვლავისგან შემდგარი სისტემის ნაწილია, მეორე ვარსკვლავს სახელად HD 240429 ქვია, ხოლო ასტრონომებმა კრონოსის ძმის სახელი - კრიოსი შეარქვეს. ორივე ვარსკვლავი ზომით ჩვენი მზის ხელაა.

კრონოსის სპექტრში უჩვეულოდ ბევრი ზოლი აღმოჩნდა, რაც მის შემადგენლობაში ლითონების (ალუმინის, ქრომის, რკინის და იტრიუმის) არსებობაზე მიუთითებს. ეს ელემენტები როგორც წესი უფრო მეტად ქვიან წარმონაქმნებშია, ვიდრე ვარსკვლავებში. ამ „არავარსკვლავური“ ნივთიერებების საერთო მასა დედამიწის მასას 15-ჯერ აღემატება.

 როგორც ჩანს კრონოსის „მსხვერპლი“ დედამიწის მაგვარი ქვიანი პლანეტები გახდნენ და არა გაზის გიგანტები. მათი გადაყლაპვა ელემენტების სხვა შემადგენლობას მოგვცემდა, სადაც უფრო მეტი იქნებოდა ნახშირბადი, აზოტი და ჟანგბადი. ასევე შესაძლებელია, რომ კრონოსის „საკვები“ არა ჩამოყალიბებული პლანეტები, არამედ პროტოპლანეტური დისკის მატერია გახდა.