მნიშვნელოვანი სიახლეები
Virgin Galactic-მა სუბორბიტალური ხომალდი ისევ გამოსცადა (+ვიდეო)

Virgin Galactic-მა სუბორბიტალური ხომალდი ისევ გამოსცადა (+ვიდეო)

სუბორბიტალური ტურისტული ფრენებისათვის განკუთვნილი ხომალდი SpaceShipTwoმოჰავეს უდაბნოს თავზე მეცხრედ გაფრინდა.

ამერიკულმა კომპანია Virgin Galactic-მა სუბორბიტალური ხომალდ SpaceShipTwo-ს მოდელ Unity-ს მორიგი გამოცდა ჩაატარა. ამის შესახებ კომპანიის საიტი იტყობინება.

ტესტების დროს SpaceShipTwo-მ კალიფორნიის შტატის მოჰავეს უდაბნოს ცაშიფრენები განახორციელა. გამოცდა ხომალდის რბილი დაშვებით დასრულდა. დაშვება ძრავების გარეშე განხორციელდა. ტესტების დროს სიმძიმის ცენტრის ცვლილების იმიტაცია მოახდინეს (საბალასტო ცისტერნიდან წყალი გადმოღვარეს).

  ეს ხომალდ Unity-ს რიგით მეცხრე გამოცდა იყო. ამ მოდელის ხომალდის ბოლოს წინა ფრენა 2017 წლის 1 მაისს განხორციელდა. დაფრენისას ძრავები მაშინაც არ ჩაურთავთ.

 ხომალდი SpaceShipTwo-ს კომპანია Virgin Galactic-ი სუბორბიტალური ტურისტულიმოგზაურობებისთვის (100 კილომეტრის ზემოთ) შექმნა. მრავალჯერადი აპარატი ჯერ მატარებელ WhiteKnightTwo-ა აჰყავს, რომელსაც შემდეგ  Unity  ჩაეხსნება და დამოუკიდებლად ეშვება.

 Unityპირველად 2016 წლის თებერვალში წარადგინეს. იგი 2014 წლის ოქტომბერში დამსხვრეული Enterprise-ს შემდგომი გადამუშავებული მოდელია. ავარიის მიზეზად მაშინ მფრინავის შეცდომა დასახელდა. ამის გამო Unity-ს ზოგი ფუნქცია Enterprise-თან შედარებით ავტომატიზირებულია.