მნიშვნელოვანი სიახლეები
ვირტუალური რეალობა ხელშესახები გახდა (+ვიდეო)

ვირტუალური რეალობა ხელშესახები გახდა (+ვიდეო)

ამერიკულმა კომპანია NullSpace VR-მა სპეციალური კოსტუმი შექმნა, რომელიც ადამიანს ვირტუალური რეალობის არა მხოლოდ დანახვის, არამედ შეხების საშუალებასაც აძლევს.

სადღეისოდ ვირტუალურ რეალობასთან სამუშაო ხელსაწყოები მხოლოდ სათვალეებს და ყურსაცვამებს იყენებენ, ამიტომ უკუ კავშირი მხოლოდ მხედველობით და სმენით მყარდება. საკუთარი სხეულის ვირტუალურ ობიექტებთან ფიზიკური კონტაქტი შეუძლებელი  იყო ეს კი დიდ ნაკლს წარმოადგენდა.

არსებული უკუკავშირიანი  ხელთათმანები ვირტუალური ობიექტების მხოლოდ ხელით შევლების საშუალებას იძლეოდა, მაგრამ ამერიკელებმა შექმნეს კოსტუმი, რომლის დახმარებითაც სხეულის მთელი ზედა ნაწილის ამოქმედება შეიძლება. გაჯეტი სახელად Hardlight-ი გაპტიკურ აღქმას უზრუნველყოფს და საშუალებას იძლევა ვიგრძნოთ მკერდზე, ზურგზე, მუცელზე, მხრებზე და ხელებზე შეხება.

 კოსტუმი სულ კილონახევარს იწონის და გადამწოდებიანი 16 ვიბრომოტორი გააჩნია, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფის კუნთებზეა პასუხისმგებელი. ტაქტილური უკუკავშირის გარდა Hardlight-ი მომხმარებლის ვირტუალურ რეალობაში ტრეკინგს უზრუნველყოფს. იგი ხელების მოძრაობას და გეოლოკაციას თვალყურს ადევნებს. კოსტუმი HTC Vive და Oculus Rift-ის VR-გარნიტურებთან ერთად მუშაობს.