მნიშვნელოვანი სიახლეები
ვისკიმობილის პირველი რეისი (+ვიდეო)

ვისკიმობილის პირველი რეისი (+ვიდეო)

 ვისკის ბაზაზე შექმნილ ბიოსაწვავზე მომუშავე ავტომობილმა პირველი ტესტების წარმატებით ჩააბარა.

ვისკის სახელად Perthshire’s Tullibardine-ლთან ერთად მომუშავე კომპანია Celtic Renewables Ltd-მა შექმნა ბიოსაწვავი სახელად ბიობუტანოლი,რომელიც ბენზინს და დიზელს შეცვლის. იმავდროულად ამსაწვავის გამოსაყენებლად ძრავში არავითარი ცვლილებების მოხდენა არაა საჭირო.

ახალი ბიოსაწვავი ვისკის წარმოების ნარჩენებისგან არის შექმნილი: გადამუშავებული მარცვლები და ნარჩენები, დისტილაციის ნარჩენებშია გარეული. Celtic Renewables-ისდამაარსებლის პროფესორ მარტინ ტანგნის სიტყვებით „ჩვენ გამოვიყენეთ ფერმენტაციის სრულიად ტრადიციული პროცესი სახელად ABEდა შედეგად ნარჩენებისგან ბიობუტალი მივიღეთ. მას ბენზინის შეცვლა პირდაპირ შეუძლია. ისტორიაში პირველად, ავტომობილმა ვისკის წარმოების ნარჩენებისგან დამზადებულ ბიოსაწვავზე გაიარა“.

 ყოველწლიურად შოტლანდიაში ვისკის წარმოებიდან 750 000 ტონა გადამუშავებული მარცვალი და ორ მილიარდ ლიტრამდე თხევადი ნარჩენები რჩება.

Celtic Renewables-მაუკვე მიიღო 9 მილიონ გირვანქიანი გრანტი ბიობუტალის მწარმოებელი ქარხნის ასაგებად. იგი მთლიანად მწყობრში 2019 წლისათვის ჩადგება.

წინასწარი მონაცემებით ვისკი-ბიობუტალს გლობალური პოტენციალი გაჩნია. მისი შემწეობით შოტლანდიაში შეიქმნება წარმოება, რომელიც ყოველწლიურად 100 მილიონი გირვანქის მოგებას მოიტანს.