მნიშვნელოვანი სიახლეები
Wi-Fi-ს ინფრაწითელი ქსელით შეცვლიან

Wi-Fi-ს ინფრაწითელი ქსელით შეცვლიან

ჯოან ო (Joanne Oh), ეინდჰოვენის  (ნიდერლანდები) ტქნიკური უნივერსიტეტის ინჟინერი, ინფორმაციის გაცვლას ინფრაწითელ დიაპაზონში გვთავაზობს. თავის იდეა მან სადოქტორო დისერტაციაში აღწერა, რომელიც გასულ კვირას წარმატებით დაიცვა.

როგორც უნივერსიტეტის პრეს-რელიზი იუწყება, ო-ს დისერტაციაში აღწერილი ინფრაწითელი ქსელი  შესაძლებელია ცალკე აღებულ ოთახში გაკეთდეს. ამისათვის საკმარისია სიგნალის წყარო ჭერზე დაიკიდოს. შენობაში ყოველ უსადენო მოწყობილობას ერთი ინფრაწითელი სხივი ეკუთნება. მოწყობილობის სივრცეში გადაადგილებისას მისი ადგილმდებარეობა რადიოსიგნალით განისაზღვრება და ინფრაწითელი გამომსხივებელი სხივის მიმართულებას ცვლის. მუშაობის ამგვარი პრინციპი ქმნის ქსელს, რომელიც გარეშე ხარვეზებისგან დაცულია.

 ინფრაწითელ ქსელში მონაცემთა გადაცემის სიჩქარე მთელი თავით უფრო მაღალია, ვიდრე თანამედროვე Wi-Fi 802.11ac  სტანდარტით.  თუკი მოწყობილობაზე ერთის ნაცვლად რამდენიმე სხივს გამოვიყენებთ, მაშინ სიჩქარე დამატებით გაიზრდება. ო-ს და მისი კოლეგების მიერ შექმნილი ექსპერიმენტული ინფრაწითელი გადამცემი მოწყობილობიდან 2 მეტრზე მეტ მანძილზე 42 გიგაბიტი/წამში სიჩქარით მუშაობდა.

 თუმცა ინფრაწითელ ქსელს ერთი შეზღუდვა აქვს: მისი მოქმედება კედლებით იზღუდება. რადიოსიგნალებისგან განსხვავებით ინფრაწითელი სხივები კედლებში ვერ ატანს.