მნიშვნელოვანი სიახლეები
წყალი ორი სხვადასხვა სითხის ნარევი აღმოჩნდა

წყალი ორი სხვადასხვა სითხის ნარევი აღმოჩნდა

წყალი პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელია. მაგრამ ჩვენთვის ასე ნაჩვევი წყალი მრავალი უცნაური და ანომალიური თვისების მატარებელია და ისე არ იქცევა, როგორც სხვა სითხეები იქცევიან.

აი რამდენიმე მაგალითი: დნობის ტემპერატურა, სიმკვრივე, თბოტევადობა. მთლიანობაში წყალს სხვა სითხეებისგან 70-მდე თვისება განასხვავებს. თავის მხრივ ეს თვისებები დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის წინაპირობებს წარმოადგენენ.

 წინა კვლევებმა აჩვენეს, რომ წყალბადის ოქსიდი შეიძლება ორ თხევად მდგომარეობაში არსებობდეს და ერთმანეთში გადადიოდეს. ასე მაგალითად ამორფული ყინული, რომელშიც წყლის მოლეკულები შემთხვევით არიან გადანაწილებულნი, შეიძლება დაბალი და მაღალი სიმკვრივის მდგომარეობაში იყოს. ამ ჰიპოთეზის შემოწმება დიდი ხნის განმავლობაში პრობლემატური იყო და სტოკჰოლმელი მეცნიერების ჯგუფმა მხოლოდ ახლახანს მოახერხა ამ ამოცანის გადაწყვეტა.

წყლის თვისებების აღქმაში გარღვევა ჩიკაგოს მახლობლად არგონის ეროვნულ  და ჰამბურგის DESY-ს დიდ რენტგენულ ლაბორატორიებში  რენტგენის სხივების დახმარებით კვლევისას მოხდა. პირველ შემთხვევაში სითხის სხვადასხვა სტრუქტურების, ხოლო მეორეში გადასვლის დინამიკის დემონსტრირება მოხდა.

გერმანიის, შვედეთის და ავსტრიის მეცნიერებმა შეძლეს წყლის ნიმუშების სწრაფი გაციებისას ამორფული ყინულის ორი ფორმის წარმოქმნა შეემჩნიათ. ჩვენ ყინული წარმოგვიდგენია, როგორც მოწესრიგებული კრისტალური ფაზის მქონე. მაგრამ დედამიწაზე ყველაზე უფრო გავრცელებული ყინულის მოუწესრიგებელი,  ამორფული ფაზაა.

  როგორც მეცნიერებმა დაადგინეს ცელსიუსით მინუს 163 გრადუსზე მკვრივი ატმოსფერული ყინული გადადის მკვრივ სითხეში, ხოლო შემდგომი გათბობისას წყლის სხვა ფორმა ჩნდება - ნაკლებად მკვრივი. მაგრამ მინუს 143 გრადუსზე გადასვლის სიჩქარე კლებულობს.

აღსანიშნავია, რომ წყალზე ახალი ინფორმაცია რენტგენის სხივების მეშვეობით მოხდა. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მეთოდის პიონერი ვილჰელმ რენტგენი ასევე ვარაუდობდა, რომ წყალს ორი სხვადასხვა ფორმა გააჩნია.

 ფიზიკოსების მიერ მიღებული შედეგები ირიბად ადასტურებს თეორიას, რომლის მიხედვითაც ოთახის ტემპერატურაზე   წყალი ორ სხვადასხვა ფორმაში იმყოფება, რომლებსაც სხვადახვა სიმკვრივე და სიბლანტე გააჩნია.