მნიშვნელოვანი სიახლეები
წყნარი ოკეანის სიღრმეებში აღმოჩენილი სიცოცხლის ყველაზე უცნაური ფორმები (+ვიდეო)

წყნარი ოკეანის სიღრმეებში აღმოჩენილი სიცოცხლის ყველაზე უცნაური ფორმები (+ვიდეო)

ბოლო სამი კვირა ოკეანის და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველოს ხომალდ  Okeanos Explorer-სი ბიოლოგები ამერიკული სამოას ტერიტორიაზე წყნარი ოკეანის სიღრმეებს სწავლობდნენ. მათ იქ  უცნაური და გასაოცარი ცოცხალი ორგანიზმები აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი ოკეანის ფაუნას ნაკლებად იცნობს.

 ამერიკული სამოას ტერიტორიაზე სამი საზღვაო ნაკრძალი მდებარეობს: როზეს ატოლი, ამერიკის სამოას ეროვნული პარკი და ამერიკული სამოას ეროვნული საზღვაო ნაკრძალი. ისინი მარჯნის რიფებს, სიღმისეულ რიფებს, ჰიდროთერმულ წყაროებს და არქეოლოგიურ რელიქვიებსაც კი იცავენ.

„ექსპედიციის დროს ჩვენ ათობით ახალი სახეობის ზღვის ვარსკვლავებს, ღრუბლებს, მარჯნებსა და მოლუსკებს ვაკვირდებოდით. ზოგი მათგანის ნიმუშიც ავიღეთ“, - ამბობს ექსპედიციის წევრი სანტიაგო ჰერერა.

აი ექსპედიციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვიდეო. ეს სახეობები მეცნიერებისათვის უკვე ცნობილია, მაგრამ ასე ახლოს მათ იშვიათად იღებენ:

 

ზედა ვიდეოზე თქვენ ზღვის ვენერას ბუზიჭერიას ხედავთ. ეს დიდი აქტინია თავის საცეცებს მსხვერპლის დასაჭერად და მტრიგან თავის დასაცავად იყენებს. საცეცებზე მსუსხავი უჯრედებია, რომლებიც მიკროსკოპულ ჰარპუნებს ჰგავს და შხამიანებია. ადრე მიაჩნდათ, რომ წყნარი ოკეანის ამ რაიონში ისინი არ იყვნენ გავრცელებული.

 

უტუს საზღვაო ზეგანზე მკვლევარები rhopalonematid trachymedusa-ს გადააწყდნენ. იგიგამჭვირვალე მედუზაა, რომელმაც ზედმეტსახელად „კოსმოსურიმედუზა“მიიღო. იგი გარეგნულად ამო-ს ჰგავს. მანათობელი ყვითელი ნაწილები - ეს რეპროდუქტიული ორგანოებია, ხოლო წითელი საჭმლის მომნელებელი სისტემა.

 

ზედა ვიდეოზე კი ჯავშნიანი ტრიგლაა, რომელიც მოდიფიცირებულ ფარფლებს ფეხის მაგივრა დიყენებს. მათი მეშვეობით იგი ოკეანის ფსკერზე გადაადგილდება.

 ეს ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი ყველა ცხოველი და საინტერესო ობიექტი არაა. რვაფეხები, სხვადასხვა მარჯნები, უცნაური ზღვის ვარსკვლავები - ყველაფერი ეს შეგიძლიათ Okeanos Explorer-ის ფოტოოანგარიშში იხილოთ.