მნიშვნელოვანი სიახლეები
ხელთათმანი ჟესტების ენას ეკრანულ ტექსტად აქცევს (+ვიდეო)

ხელთათმანი ჟესტების ენას ეკრანულ ტექსტად აქცევს (+ვიდეო)

კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტში ხელთათმანი გამოიგონეს, რომელიც ჟესტების ენას კომპიუტერში ანდა სმარტფონში ეკრანულ ტექსტად აქცევს.

ჟესტების ენა ბევრისათვის გასაგები არაა. არადა იგი ყრუ-მუნჯი ადამიანებისათვის ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა. ამიტომაც მსგავსი უახლესი ტექნოლოგია მათ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

ხელთათმანი ჩვეულებრივ სპორტულ ხელთათმანს წარმოადგენს, რომელსაც ცხრა დრეკადი გადაწმოდი გააჩნია. ისინი თითების სახსრებზეა დამაგრებული. როცა მომხმარებელი თითებს ხრის, გადამწოდები იჭიმებიან და მათი ელექტრული წინაღობა იზრდება. პროგრამული უზრუნველყოფა ამ სიგნალებს ჟესტების ამოსაცნობად იყენებს.

 ხელის მტევნის ზურგზე მოთავსებული გადამწოდი „იგებს“ ხელი მოძრაობს თუ იგი უკვე გაჩერდა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს რათა ერთი ასო მეორესგან გაირჩეს.

 ყველა ეს სიგნალი Bluetooth-ის მეშვეობით ტელეფონზე გადაიცემა და იგიგვანახებსთუ რა თქვა ადამიანმა.  რა თქმა უნდა მსგავსი ხელთათმანის პროგრამულ უზრუნველყოფას მოდიფიცირება დასჭირდება, ვინაიდან ჟესტების ენას მრავალი სახესხვაობა გააჩნია.