მნიშვნელოვანი სიახლეები
ზეძლიერი ანტიბიოტიკი სუპერბაქტერიის დამარცხებაში დაგვეხმარება (+ვიდეო)

ზეძლიერი ანტიბიოტიკი სუპერბაქტერიის დამარცხებაში დაგვეხმარება (+ვიდეო)

აშშ-ში მეცნიერებმა მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკის მოდიფიცირება მოახდინეს და ამით შეეცადნენ  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბაქტერია დაემარცხებინათ.

 როგორც აშშ-ს მეცნიერებათა აკადემიის ყოველკვირეული PNASიუწყება, წამლის ახალი ვერსია ძველზე ათასჯერ უფრო ძლიერი გამოვიდა.

იგი ე.წ. სუპერბაქტერიებს ერთდროულად სამი  ხერხით ებრძვის და გადარჩენის არანაირ შანსს არ უტოვებს.

თუმცა ახალი წამალი ჯერ ცხოველებზე და მერე უკვე ადამიანებზე უნდა გამოიცადოს.

სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის  მკვლევარები  იმედოვნებენ, რომ წარმატებული კლინიკური გამოცდის შემდეგ მოდიფიცირებული ვანკომიცინის გამოყენება უკვე ხუთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.