მნიშვნელოვანი სიახლეები
ზონდი „კასინი“ სატურნისკენ უკანასკნელად გაეშურა

ზონდი „კასინი“ სატურნისკენ უკანასკნელად გაეშურა

კოსმოსურმა ზონდმა „კასინიმ“, რომელიც სატურნსა და  მის მრავალრიცხოვან თანამგზავრებს იკვლევს, თავისი კურსის კორექტირება იმგვარად მოახდინა, რომ კვირის ბოლოს პლანეტას შეეჯახება. „კასინიმ“ დღეს დღისით უნდა შეწყვიტოს თავისი არსებობა.

 „კასინი“ ტიტანთან, სატურნის გიგანტურ თანამგზავრთან  120 ათას კილომეტრ მანძილზე მიფრინდა. ტიტანის გრავიტაციამ იმგვარად შეცვალა „კასინის“ ტრაექტორია, რომ აპარატი სატურნთან შეჯახების კურსზე დადგა. ახლა „კასინის“ სატურნთან შეჯახება გარდაუვალია.

 იგი ნაწილებად ჯერ კიდევ სატურნის ატმოსფეროში დაიშლება, შემდეგ გადნება და მის ნაწილებს ქარი მთელს პლანეტაზე მიმოფანტავს.

 „კასინი“ 13 წელი შეისწავლიდა სატურნს და მის რგოპლებს. ამისათვის იგი ხშირად იყენებდა ტიტანის გრავიტაციულ ველს. ეს სწორი გადაწყვეტა იყო, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მას თავისი საწვავის ხარჯვა მოუწევდა. ახლა საწვავი თითქმის მთლიანად ამოწურულია და NASA-ს მიაჩნია, რომ ზონდმა უკონტროლოდ არ უნდა იდრეიფოს სატურნის გარშემო.

 ტიტანთან „კასინის“ ბოლო მიახლოებას NASA-ში „გამოსათხოვარი ამბორი“ უწოდეს.