მნიშვნელოვანი სიახლეები
ზუსტად დადასტურდა: პლუტონს რგოლები არა აქვს

ზუსტად დადასტურდა: პლუტონს რგოლები არა აქვს

ზონდ New Horizons-ის სამეცნიერო გუნდმა და სხვაასტროფიზიკოსებმა დაასრულეს აპარატისმიერ 2015 წელს პლუტონთან ვიზიტისას მოგროვილ მონაცემთა ანალიზი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯუჯა პლანეტას რგოლები არა აქვს.

მკვლევარი ეჭვობდნენ, რომ ყოფილ პლანეტას შესაძლოა რგოლები ჰქონოდა, ისეთივე როგორიც იუპიტერს, სატურნს, ურანს და ნეპტუნს გააჩნია. ამ ვარაუდის სასარგებლოდ მზის სისტემის მცირე ციური სხეულების - ასტეროიდ ჰარიკლოს და შესაძლოა სატურნის თანამგზავრ რეის გარშემო არსებული რგოლები მოწმობდნენ. New Horizons-ის პლუტონისკენ ფრენამდე "ტელესკოპმა "ჰაბლმა" ჯუჯა პლანეტის ფოტოები გადაიღო და მისი ორი ახალი თანამგზავრი აღმოაჩინა- ცერბერი და სტიქსი. მანამდე პლუტონის სამი თანაგზავრი იყო ცნობილი: დიდი ჰარონი და პატარები - ნიკტე და ჰიდრა.

 რგოლების არსებობის საკითხი New Horizons-ის გუნდს ზონდის პლუტონთან ისტორიულ მიახლოებამდე ძლიერ აღელვებდა: თუკი ჯუჯა პლანეტას რგოლები აღმოაჩნდებოდა, მაშინ მას რგოლების ქვებთან და მტვერთან შეჯახების საფრთხე დაემუქრებოდა. მაგრამფრენა ავარიის გარეშე წარიმართა, ხოლო  New Horizons-ის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა პლუტონის რგოლების არსებობასაბოლოოდ გამორიცხა.

 არსებობს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ოდესღაც დედამიწას რგოლები გააჩნდა, რომელიც დედამიწის დიდი ასტეროიდთან შეჯახებისას წარმოიშვა. მაგრამ ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს. სამაგიეროდ უახლოეს 10 მილიონ წელიწადში მარსს შესაძლოა რგოლები გაუჩნდეს, როდესაც მარსის გრავიტაციის გამო მისი თანამგზავრი ფობოსი ნამსხვრევებად იქცევა.