მნიშვნელოვანი სიახლეები
ზვიგენების სიმსივნისადმი მდგრადობის საიდუმლო ახსნილია

ზვიგენების სიმსივნისადმი მდგრადობის საიდუმლო ახსნილია

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს, თუ რატომ ავადდებიან ასე იშვიათად ზვიგენები კიბოთი. ამისათვის მკვლევარებმა იმ გენების ანალიზი ჩაატარეს, რომლებიც იმუნიტეტისათვის ესოდენ აუცილებელ ცილებს აკოდირებენ.

ბიოლოგებმა რამდენიმე სახეობის ზვიგენის დნმ-ი აიღეს, მათ შორის დიდი თეთრი ზვიგენის (Carcharodon carcharias) და გიგანტური ჩაქუჩა ზვიგენისა (Sphyrna mokarran). მეცნიერებმა ორი აქტიური გენი აღმოაჩინეს - legumain და Bag1, რომლებიც ცხოველების იმუნურ სისტემასთან კავშირში არიან.  ამ გენების ანალოგი ადამიანის ორგანიზმშიც არის, მაგრამ ისინი კიბოს სიმსივნის ფორმირებას უწყობენ ხელს. ასე მაგალითად Bag1 აკოდირებს ცილას, რომელიც უჯრედის სიკვდილის პროცესის დაპროგრამების ბლოკირებას ახდენს, ამ დროს დეფექტური უჯრედები ნადგურდებიან.

მაგრამ ზვიგენის გენები ისეთ მუტაციებს შეიცავენ, რომლებიც მათ ფუნქციებს ცვლის. მეცნიერთა აზრით სწორედ ეს მოდიფიკაციების გამო legumain და Bag1 ზღვის მტაცებლებში ანტისიმსივნურები გახდნენ.