მნიშვნელოვანი სიახლეები
2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახური („საქსტატის“) იუწყება, საქართველოს მოსახლეობა 2017 წლის პირველ ნახევარში შემცირდა.

„საქსტატის“ ბოლო, ანუ 2017 წლის 16 სექტემრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 718 ათას 200 კაცს შეადგენს. ეს ციფრი კი 15 % -ით ნაკლებია 2002 წლის ანალოგიური მდგომარეობის მონაცემებზე. ექსპერტთა მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობის ნამდვილი მიზეზი მაღალი სიკვდილიანობა, დაბალი შობადობა და საგარეო მიგრაციაა.

იმავე „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მოსახლეობის შობადობის მაჩვენებელმა 1,6 %-ს გადააჭარბა. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში 25,9 ათასი სიკვდილი დარეგისტრირდა მაშინ,  როცა ამავე პერიოდში შობადობამ 25, 5 ათასი შეადგინა. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ პერიოდში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დაფიქსირდა.

ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის ბუნებრივი მატებაც  დაფიქსირდა. კერძოდ თბილისში, იანვარ-ივნისში 9,4 ათასი ახალშობილით, ანუ 24 %-ით მეტი გაჩნდა, ვიდრე გარდაიცვალა. აჭარაშიც 2,7 ათასი, ანუ 21 %-ით მეტი ახლშობილი გაჩნდა, ქვემო-ქართლის რეგიონში 2,6 ათასი, ანუ 12 %-ით მეტი ახალშობილი გაჩნდა, ვიდრე გარდაიცვალა.

 

გოგა გოგიელი