მნიშვნელოვანი სიახლეები
2018 წელს 14 მილიონი ამერიკელი სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩება

2018 წელს 14 მილიონი ამერიკელი სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩება

2018 წელს რესპუბლიკელების მიერ ახალი კანონის მიღებისთანავე 14 მილიონამდე ამერიკელი სამედიცინო დაზღვევას დაკარგავს. ასეთ მონაცემებს აქვეყნებს აშშ-ს კონგრესთან არსებული ბიუჯეტის  პარტიის გარეშე ბიურო.

 2026 წლისათვის დაზღვევის გარეშე უკვე 24 მილიონი ამერიკელი იქნება. სამედიცინო დაზღვევის განახლებული სისტემა ბიუჯეტს 10 წელიწადში 337 მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. იგი ახლა არსებულ Obamacare-ს შეცვლის.

 კონგრესში ახლა „ამერიკული სამედიცინო დახმარების“ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც რესპუბლიკელებმა მოამზადეს. მისი ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება სამედიცინო დაზღვევის სავალდებულო შესყიდვა და სუბსიდიების გადანაწილებაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათების დაწესებაა.

 „ობამაკერის“ გაუქმება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნაა.

იმისათვის, რათა ბიუჯეტს დაზღვევა დაეფინანსებინა Obamacare აიძულებდა ყველა ამერიკელს დაზღვევა გაეფორმებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას წელიწადში 995 დოლარის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაეხადა.

იმის გამო, რომ დაზღვევა უფრო ძვირი ჯდებოდა, ბევრი ამერიკელი ჯარიმის გადახდას ამჯობინებდა. იმავდროულად  კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ კონსტიტუციით სახელმწიუფოს არა აქვს უფლება მოქალაქეებს მისგან რაიმეს შეყიდვა დაავალდებულოს.