მნიშვნელოვანი სიახლეები
2050 წლისათვის მსოფლიოში სამჯერ მეტი ბრმა იქნება

2050 წლისათვის მსოფლიოში სამჯერ მეტი ბრმა იქნება

ამჟამად მსოფლიოში 36 მილიონი ბრმა ადამიანია, მაგრამ 2050 წლისათვის მათი რიცხვი სავარაუდოთ 115 მილიონს მიაღწევს.

თვალის ჩინის დაკარგვა ძირითადათ ხნიერ ადამიანებს ემუქრებათ.

ბრმების განსაკუთრებით დიდი პროცენტია სამხრეთ აზიისა და სუბეკვატორულ აფრიკაში.

 ამჟამად მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანთა რიცხვი მცირდება, მაგრამ ვინაიდან მოსახლეობის რიცხვი იზრდება და მოსახლეობაც „ბერდება“, მეცნიერთა გათვლებით მხედველობის კატასტროფულად დაქვეითებულ ადამიანთა რიცხვი მოიმატებს.

118 ქვეყნის მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ მსოფლიოში ამჟამად მხედველობის პრობლემებს 200 მილიონი ადამიანი უჩივის. 2050 წლისათვის მათი რაოდენობა უკვე 550 მილიონი იქნება.