მნიშვნელოვანი სიახლეები
9 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან

9 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან

ფაქტია, რომ ამ ომისთვის რუსეთი დიდხანს და გულმოდგინედ ემზადებოდა. არც იმი სმტკიცება იქნება სიმართლე, თითქოს ეს ე.წ. კონფლიქტი, ანუ რუსეთ-საქართველოს შორის ომი ცხინვალის რეგიონში  8 აგვისტოს დაიწყო. მართალია, აქტიური საომარი მოქმედებები რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით 8 აგვისტოს დაიწყო. მაგრამ ფაქტობრივად ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლები რეგულარული რუსული არმიისა დაე.წ. მოხალისეების მიერ უკვე 5 აგვისატოდან იბომბებოდნენ. ფაქტია ისიც, რომ 8 აგვისტოს რუსეთის არმიამ ცხინვალის რეგიონის პარალელურად საომარი მოქმედებები წამოიწყო აფხაზეთის, კერძოდ კოდორის ხეობის მიმართულებითაც. მაშინდელი რუსული პრესის მტკიცებით, ქართულმა სამხედრო ფორმირებებმა, „გრადის“ სისტემის რაკეტებით ცხინვალის დაბომბვა დაახლოებით 8 აგვისტოს ღამის 3 საათზე დაიწყო. ღამით, ცხინვალში ბრიფინგზე რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ჯარების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფაქტობრივად, საქართველომ სამხრეთ ოსეთს ომი გამოუხცადაო. პარალელურად ქართული სამშვიდობოების სარდალმა მამუკა ყურაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს აუწყა, ოსური მხარე დიალოგზე უარს აცხდებს და ქართული მხარე იძულებულია, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა აღადგინოსო. დილისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული სახედრო ფორმირებების კოტროლქვეშ გადავიდნენ სოფლები მუგუტი, დიდმუხა და დმენისი, ასევე ცხინვალის შემოგარენი. 8 აგვისტოს ღამის 10 საათისთვის საქართველოს რეინტეგრაციის მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოაცხდა, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები საომარ ქმედებში ჩაერთვნენ და იბრძვიან ოსების მხარეს. თემურ იაკობაშვილისავე განცხადებით, ამ დროისთვის ქართული მხარე სამხრეთ ოსეთს თითქმის მთლიან ადაკონტროლებდა ქალაქ ცხინვალისა და ჯავის რაიონის გამოკლებით. ამის პარალელურად სრული მასშტაბით ამუშავდა რუსული პროპაგანდისტული მანქანა, რომლის ინფორმაციით, ქართველები თითქოს უიარაღო ოსებს ხოცავდნენ და ასევე ბომბავდნენ რუსულ სამშიდობო კონტინგენტსაც. 8 აგვისტოს დილით რუსულმა ავიაციამ დაიწყო საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა. დაბომბილი  იქნა სამხედრო ბაზა გორში, ასევე აეროდრომები ვაზიანსა და მარნეულში. 14 საათსა და 30 წუთზე როკის გვირაბი გაიარეს რუსულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა. მათ შორის 58-ე არმიამ ანატოლი ხრულიოვის სარდლობით და საქართველოს წინააღმდეგ საომარ ქმედებებში ჩაერთვნენ. 9 აგვისტოსაც გაგრძელდა რუსული ფორმირებების გადმოსროლა საქართველოს მიმართულებით. 58-ე არმია უკვე ცხინვალის მისადგომებთან ებრძოდა ქართულ ფორმირებებს.  9 აგვისტოს საომარ მოქმედებათა ზონაში გადმოსროლილი იქნა ფსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია. ქართული ფორმირებები გააფრთებულ წინააღმდეგობას უწევდნენ კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთის რეგულარულ არმიებსა და ე.წ. რუს მოხალისეთა ფორმირებებს.  ამ ბრძოლაში მძიმედ დაჭრეს 58-ე არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი, რომელიც ტყვედ ჩავარდნას ძლივს გადაურჩა. 9 აგვისტოს რუსები აფხაზეთის მიმართულებითაც გააქტიურდნენ და ოჩამჩირეში საზღვაო დესანტები გადმოსხეს, ხოლო სოხუმის აეროპორტში მედესანტეთა ნაწილები. 10 აგვისტოს ბრძოლაში ჩაერთნენ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეომრები. 11 აგვისტოს რუსი სამხედროები ქალაქ ზუგდიდში შეიჭრნენ, ასე რომ ქართული ფორმირებები ორმაგი დარტყმის ქვეშ მოექცნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ გორი დაეტოვებინათ. რუსულმა ფორმირებებმა დაიკავეს ასევე სოფელი ხურჩა ზუგდიდის რაიონში. რუსებმა ასევე აიღეს სენაკის სამხედრო ბაზა. საბოლოოდ მათვე აიღეს კოდორის ხეობა. 12 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა, მაგრამ რუსულ სამხედრო ფორმირებებს მიუხედავად დადებული ხელშეკრულებისა, საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. მთლიანობაში საომარი მოქმედებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში 8 აგისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა, რაც მედვედევ-სარკოზის ექვს პუნქტიანი ხელშეკრულებით დასრულდა. თუმცა, ცხადია, რუსეთმა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არც ამჯერად შეასრულა და 26 აგვისტოს კრემლმა „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რის გამოც ოფიციალურმა თბილისმა რუსეთთან 2 სექტემბერს დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

 

გოგაგოგიელი