მნიშვნელოვანი სიახლეები
აბორტის მომხრეები დუბლინის ქუჩებში (+ვიდეო)

აბორტის მომხრეები დუბლინის ქუჩებში (+ვიდეო)

დუბლინის ცენტრში აბორტის 40 ათასამდე მომხრემ დემონსტრაცია გამართა. ირლანდიაში აბორტის შესახებ ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივას კონსტიტუციის მე-8 შესწორება ბლოკავს. იგი ნაყოფის დედის მუცელში სიცოცხლეს აღიარებს. მერვე შესწორება 1983 წლის რეფერენდუმზე მიიღეს. ახალი რეფერენდუმი ამ შესწორების გასაუქმებლად 2018 წლის ზაფხულისათვის არის დანიშნული.

ქალებისათვის არჩევანის თავისუფლების მომხრეები მიიჩნევენ, რომ ირლანდიამ ამ საკითხში სხვა განვითარებული ქვეყნებიდან უნდა აიღოს მაგალითი.

 იმავდროულად დუბლინის სხვა რაიონებში „სიცოცხლის დაცვის“ მოთხოვნით აქციები გაიმართა.

 ჩრდილო ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში აბორტი კანონით არის დასაშვები. ევროპაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა წარმოადგენს გამონაკლისს და მათ შორის ირლანდიის რესპუბლიკაა.