მნიშვნელოვანი სიახლეები
აფრიკაში საიდუმლოებით მოცული დაავადება შეიძლება პარაზიტი ჭიებით ვრცელდება

აფრიკაში საიდუმლოებით მოცული დაავადება შეიძლება პარაზიტი ჭიებით ვრცელდება

მთელი მსოფლიოს მედიკოსების ყურადღება მიიპყრო ეპილეფსიის გავრცელებამ, რომელიც ბავშვებს ინვალიდებად აქცევს. ვერავინ შეძლო ზუსტად დაედგინა დაავადების წარმომშობი მიზეზი. მეცნიერთა აზრით მიზეზი შეიძლება სახიფათო პარაზიტები იყოს.

1990-2013 წლებში სამხრეთ სუდანსა და ჩრდილოეთ უგანდაში ათასობით ბავშვს ეპილეფსიის  მძიმე ფორმა დაუდგინეს. დაბალი ტემპერატურის და კვების დროს ბავშვები თავის უკონტროლო ქნევას იწყებენ. დროთა განმავლობაში შეტევები რთულდება და ბავშვები ინვალიდები ხდებიან. ბევრი ბავშვი უჭმელობით, უბედური შემთხვევებით ანდა განმეორებული დასნებოვნებით გარდაიცვალა.

ზოგიერთ თემში ოჯახების 50%-ს ერთი „კანტურის სინდრომით“ დაავადებული ბავშვი მაინც ჰყავდა. 2013 წლისათვის 1600-მდე ბავშვი აღმოჩნდა დაავადებული. უჩვეულო ეპიდემიის მიზეზები მედიკოსებისათვის ამოუცნობი რჩებოდა.  ახლმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებში ხშირად აღმოჩენილი პარაზიტი ჭია შეიძლება აიძულებდეს ორგანიზმს თავისსავე ნეირონებს შეუტიოს.

კვლევა მიზეზად ჭიას პირდაპირ არ ასახელებს .  უბრალოდ მიუთითებს რომ „ამგვარი კავშირი შეიძლება არსებობდეს“.

 უგანდასა და სამხრეთ სუდანში ეპიდემიის ახალმა განვითარებამ სპეციალისტების აქტივობა გამოიწვია, მაგრამ შედეგი არ ჩანს: ვირუსები, ტოქსინები, ბაქტერიები, გენეტიკა და საკვების დეფიციტიც კი არაფერ შუაში არ აღმოჩნდა. ერთ-ერთი მინიშნება სხვა დაავადება აღმოჩნდა: „“კანტურის სინდრომის“ გავრცელების რაიონებში  ხშირია ასევე ონქოცერკოზი - დაავადება, რომელსაც პარაზიტი ჭიები Onchocerca volvulus-ები იწვევენ.  ისინი ადამიანიდან ადამიანზე შავი ბუზების კბენის შედეგად გადაეცემიან  და სისხლთან ერთად ხშირად ხვდებიან თვალში. ამის გამო ინფექციას ხშირად „მდინარის სიბრმავესაც“ უწოდებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით აფრიკის ქვეყნებში ამ პარაზიტით 18 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

 ჯერ კიდევ 1960 წელს სპეციალისტები ტანზანიაში ეპილეფსიის შემთხვევებს ონქოცერკოხს უკავშირებდნენ. მაგრამ იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ჭია აღწევს ტვინამდე და იწვევს კრუნჩხვებს, არ იყო.  მაშინ მეცნიერებმა ახალი ჰიპოთეზა წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც პარაზიტი აუტოიმუნურ  რეაქციას იწვევდა, რომელიც თავის მხრივ ნერვულ სისტემას აზიანებდა. ანტისხეულების ძებნა თავიდან უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ მერილენდის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ნეიროიმუნოლოგებმა ავინდრა ნატამ და ტორი ჯონსონმა გადაწყვიტეს  ტესტები გაემეორებინათ. მათ ამჯერად ცილების გაუმჯობესებული ჩიპი გამოიყენეს, რომელიც ერთდროულად ათასობით ცილასთან  ანტისხეულების სკრინინგს ახდენდნენ.

 ხელსაწყომ თავისი დანიშნულება გაამართლა. პაციენტების სისხლი 4 ცილაზე რეაგირებდნენ, მაგრამ მათგან ერთზე, ლეიომოდინ-1-ზე რეაქცია 33 000-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანს უნდა ჰქონოდა. როგორც მეცნიერებმა თავიანთ სტატიაში განაცხადეს, ამ ცილის საწინააღმედო ანტისხეული 55-დან 29 პაციენტს ჰქონდა. ჯონსონის გუნდმა ისიც კი გაარკვია თუ რა იწვევდა ამ ცილაზე აუტოიმუნურ რეაქციას: საიდუმლოს ახსნა იმ ზოგიერთ ცილაში იყო რომელსაც პარაზიტი ჭია გამოყოფდა.

თუკი მეცნიერთა ჰიპოთეზა სიმართლესთან ახლოსაა, მაშინ დაავადებას უმოკლეს დროში გაუსწორდებიან. სამწუხაროდ იმათი შველა, ვინც უკვე დაზარალდა ამ დაავადებისგან შეუძლებელი იქნება. თუმცა ერთი საკითხი მაინც რჩება ღია: თუკი ონქოცერკოზი ასე მოდებულია ამ რეგიონში, მაშინ „კანტურის სინდრომი“ რატომ გვხვდება ხან აქ ხან იქ და არ ატარებს მასობრივ იეპიდემიის სახეს?