მნიშვნელოვანი სიახლეები
აღმოსავლეთი-დასავლეთი:  მეორე ხარისხის საკვები?  (+ვიდეო)

აღმოსავლეთი-დასავლეთი: მეორე ხარისხის საკვები? (+ვიდეო)

აღმოსავლეთი ევროპა თავის დასავლეთელ პარტნიორებთან შედარებით თავს ისევ დაჩაგრულად გრძნობს. ამჯერად საკითხი საკვები პროდუქტების ხარისხს ეხება. პარასკევს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) ლიდერებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სავაჭრო ქსელები კონტინენტის აღმოსავლეთში უფრო დაბალი ხარისხის საკვებს ყიდიან. ამასთან ხშირად ერთი და იგივე ბრენდებს იყენებენ.

 პროდუქტების ანალიზმა სხვადასხვა ქვეყნებში საკვების სხვადასხვა შემადგენლობა დააფიქსირა. მაგალითად მეზობელ ავსტრიასა და უნგრეთში. აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობა, თავისი კომუნისტური წარსულის გამო  სურსათის ხარისხის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა.

 პრეტენზიაზე რეაგირება უკვე მოახდინა მომხმარებელთა უფლებების კომისარმა ვერა იუროვამ. მან პირობა დადო, რომ რიტეილერებისათვის ერთნაირ კრიტერიუმებს შეიმუშავებენ და დაარწმუნებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომ ისინი მეორე ხარისხის მოქალაქეები არ არიან. ბრიუსელი რიტეილერებს ბაზარზე მოქმედების  ერთიანი კოდექსის შექმნისაკენ მოუწოდებს, რათა ორმაგ სტანდარტებს თავი აარიდონ.