მნიშვნელოვანი სიახლეები
Apple  საკუთარი ტელეშოუს შექმნაში მილიარდ დოლარს დააბანდებს

Apple საკუთარი ტელეშოუს შექმნაში მილიარდ დოლარს დააბანდებს

კომპანია Apple უახლოეს მომავალში ტელევიზიის შექმნას აპირებს, ხოლო დროთა განმავლობაში ალბათ კინობაზრის ნაწილსაც საკუთარი პროდუქციით მიისაკუთრებს. უკვე 2018 წელს საინფორმაციო გიგანტი  საკუთარი ორიგინალური ვიდეოპროდუქციის შესასყიდად და გამოსაშვებად 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. Apple-ს წარმომადგენლის განცხადებით საუბარია ისეთ პროდუქციაზე, რომელიც ხარისხით ახლოს იქნება ტელეარხ НВО-ს პროდუქციასთან. ეს ტელეარხი ყველაფერთან ერთად სუპერ პოპულარული სერიალ „ტახტის თამაშებით“ არის ცნობილი.

შედარებისათვის უნდა ითქვას, რომ „ტახტის თამაშების“ ამ სეზონის თითო სერია დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დაჯდა. სულ წლის განმავლობაში ტელეარხმა თავისი პროდუქციის შესაქმნელად 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ამ ციფრების გათვალისწინებით ადვილი წარმოსადგენია თუ რა სერიოზული გეგმები გააჩნია Apple-ს.

 კორპორაციაში ასევე აცხადებენ, რომ უახლოეს დროში Apple ჰოლივუდში თავის კონტაქტებთან, კერძოდ კი ტელეარხ WGN-თან შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

 აქვე უნდა ღინიშნოს, რომ ვიდეოსერვისების შექმნაზე და ტელე-კინო სფეროში გასვლაზე სხვა საინფორმაციო გიგანტებიც ოცნებობენ. ამას წინათ ანალოგიური განცხადება კომპანია Facebook-ის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. უახლოეს ხანში გაიშვება სერვისი Facebook Watch, რომელიც მომხმარებელს სამოყვარულო და პროფესიონალური ვიდეოს ნახვის საშუალებას მისცემს. ეს სერვისი ჯერჯერობით მხოლოდ ჩრდილო ამერიკაშია ხელმისაწვდომი.