მნიშვნელოვანი სიახლეები
აქტივისტებმა ოსვენციმთან ცხვარი დაკლეს და გახდილები მიეჯაჭვნენ

აქტივისტებმა ოსვენციმთან ცხვარი დაკლეს და გახდილები მიეჯაჭვნენ

პარასკევს რამდენიმე ახალგაზრდამ პოლონეთში, ოსვენციმის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის შესასვლელში ცხვარი დაკლა. შემდეგ ახალგაზრდებმა გაიხადეს და ბანაკის ჭიშკარს და ერთმანეთს ჯაჭვებით გადაებნენ. სწორედ ამ ჭიშკარის თავზეა საქვეყნოდ ცნობილი წარწერა „შრომა ანთავისუფლებს“.

 პრესის ინფორმაციით  აქციის მონაწილეებმა ბანერი წარწერით „სიყვარული“ გამოფინეს და თავიანთ ქმედებას უპილოტოს დახმარებით იღებდნენ.

 პოლიციამ აქციის 11 მონაწილე დააკავა. დაკავებულთა უმეტესობა პოლონელი აღმოჩნდა, თუმცა მათ შორის გერმანიის და ბელორუსის მოქალაქეებიც იყვნენ. აქციონერებს ისტორიული ძეგლის შეურაცხყოფის ბრალდება წაუყენეს.

 პრესის ინფორმაციით აქციის მონაწილეებმა ამგვარად უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება დაგმეს. შაბათს ამ ინციდენტის გამო მუზეუმი დაკეტილი აღმოჩნდა.

 ოსვენციმში 1940-1945 წლებში ჰოლოკოსტის დროს 1 მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა. ბანაკი მესამე რეიჰის ხელისუფლებამ შექმნა. 1945 წლის იანვარში იგი საბჭოთა ჯარებმა გაანთავისუფლეს. ახლა ბანაკის ტერიტორიაზე მემორიალი არის მოწყობილი.