მნიშვნელოვანი სიახლეები
არგენტინაში ნაცისტური არტეფაქტების უდიდესი კოლექცია აღმოაჩინეს

არგენტინაში ნაცისტური არტეფაქტების უდიდესი კოლექცია აღმოაჩინეს

არგენტინის პოლიციამ ბუენოს-აირესის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ სახლში ნაცისტური არტეფაქტების კოლექციას მიაკვლია.

არგენტინი სხელისუფლების განცხადებით აღმოჩენილი არტეფაქტები  ოდესღაც ნაცისტური გერმანიის მაღალი თანამდებობის პირებს ეკუთვნოდათ. სავარაუდოთ 75 ნივთისგან შემდგარი კოლექცია ქვეყანაში აღმოჩენილი ნაცისტური არტეფაქტების უდიდესი კოლექციაა.

როგორც არგენტინის უშიშროების მინისტრის პატრისია ბულიხის ინტერვიუდან ირკვევა, კოლექციაში ბევრ არტეფაქტს თან ფოტოებიც ახლდა, რომელშიც მაღალი თანამდებობის გერმანელი ნაცისტები ამ არტეფაქტებით პოზიორობენ.

აღმოჩენილ ნივთებს შორისაა ადოლფ ჰიტლერის ბიუსტი, მუხის ფოთლების გვირგვინიანი არწივის ქანდაკება (მესამე რეიჰის გერბი), თავის ზომის დასადგენი სამედიცინო ხელსაწყო, სვასტიკიანი დანა.

 პოლიცია ცდილობს დაადგინოს თუ როგორ მოხვდა არტეფაქტების კოლექცია არგენტინაში. ერთ-ერთი ვერსიით ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ ამერიკაში გაქცეულმა გერმანელმა ნაცისტებმა ჩაიტანეს.

 ჯერ-ჯერობით ხელისუფლება არ ასახელებს იმათ ვინაობას, ვისაც ეს ნივთები ერთ დროს ეკუთვოდა. არტეფაქტების წარმომავლობისა და კუთვნილების დადგენის შემდგომ მათ ბუენოს-აირესის ჰოლოკოსტის მუზეუმში გამოფენენ.