მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ მექსიკის საზღვარზე კედლის პროტოტიპს ააგებს

აშშ მექსიკის საზღვარზე კედლის პროტოტიპს ააგებს

ოთხმა ამერიკულმა კომპანიამ მოიგო ტენდერი, რომელიც მექსიკის საზღვარზე კედლების პროტოტიპს ააგებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს მექსიკის მთელი საზღვრის გაყოლებაზე კედელი აღმართოს.

 30 ფუტის (9 მეტრი) სიმაღლის და 30 ფუტის სიგრძის ოთხი ბეტონის მოდელი უახლოეს თვეებში აიგება. შემდგომ ხელის ხელსაწყოების დახმარებით კედელს შეამოწმებენ სიმტკიცეზე. ყოველი კონტრაქტის ღირებულება 500 ათას დოლარს შეადგენს. თუმცა კონგრესთან  ბიუჯეტის შეუთანხმებლობის გამო, პროექტი შესაძლოა შეუსრულებელი დარჩეს.

 პროტოტიპების მშენებლებს უფლება აქვთ საპროექტო ნორმატივების კორექტირება მოახდინონ. კედლებზე ასევე დამონტაჟებული უნდა იყოს კაბელები გადამწოდებისა და კამერებისათვის.

ოთხი კომპანია, რომლებმაც ტენდერი მოიგეს:

Caddell Construction, მონტგომერი, ალაბამას შტატი

Fisher Industries, ტემპე, არიზონას შტატი

Texas Sterling Construction, ჰიუსტონი, ტექსასი

WG Yates & Sons Constructio, ფილადელფია, მისისიპი

განაცხადი ტენდერზე 200-ზე მეტმა კომპანიამ შეიტანა.

შემდგომ კვირას გამოცხადდება კონტრაქტები არა ბეტონისგან აგებული კედლის პროტოტიპების შესახებ.