მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ მზადაა მექსიკას ყაყაჩოს პლანტაციების განადგურებაში დაეხმაროს

აშშ მზადაა მექსიკას ყაყაჩოს პლანტაციების განადგურებაში დაეხმაროს

აშშ-ს სურვილი აქვს მექსიკას ყაყაჩოს ნათესების განადგურებაში დაეხმაროს. ამის შესახებ აშშ-ს ნარკოტიკების გავრცელებასთან  ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელი მოადგილემ, უილიამ  ბრაუნფილდმა განაცხადა.

ბრაუნფილდის სიტყვებით  აშშ-ს შეუძლია სპეციალისტების მომზადების პროგრამა დააფინანსოს, ასევე აანაზღაუროს ვერტმფრენების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების და საჭირო ხელსაწყოების ღირებულებები და ხარჯები.

2012 წლის შემდეგ მექსიკაში ოპიუმის ყაყაჩოს წარმოება გასამმაგდა. ამ წლებში აშშ-ში ათობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა ჰეროინისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან, რომლებსაც ყაყაჩოს გადამუშავებით იღებენ.

ბრაუნფილდის განცხადება აშშ-სა და მექსიკას შორის გართულებული ურთიერთობების  ფონზე  გაისმა.

პრეზიდენტ ტრამპის დაჟინებული მოთხოვნა მექსიკის საზღვრის გაყოლებით კედლის მშენებლობის შესახებ და ამ კედლის ღირებულების მექსიკისათვის დაკისრება, სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროებში ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას საფრთხეს უქმნის. მათ შორის ვაჭრობას, არალეგალურ მიგრაციასთან და ნარკოტიკებთან ბრძოლას.