მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს მთავარ ეკოლოგს გლობალური დათბობის მიზეზებში ეჭვი ეპარება

აშშ-ს მთავარ ეკოლოგს გლობალური დათბობის მიზეზებში ეჭვი ეპარება

აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს სკოტ პრუიტს არ სჯერა, რომ ნახშირორჟანგი გლობალური დათბობის პრობლემაა. ამის შესახებ მან თავის ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ადამიანის გარკვეული მოქმედებები და კლიმატი ძალიან რთულ დამოკიდებულებაში არის ერთმანეთთან. ამ დამოკიდებულებების დონეებზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ამიტომაც მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ნახშირორჟანგი გლობალურ დათბობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს“, -  განაცხადა მან.

 პრუიტმა ასევე ცუდი უწოდა პარიზის შეთანხმებას კლიმატის შეცვლის შესახებ. აშშ-ს მთავარმა ეკოლოგმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ეს ხელშეკრულება ამერიკის სენატმა არ განიხილა.

მისი შეხედულებების გამო პრუიტის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნამ სკანდალი გამოიწვია.

 ოკლაჰომას ყოფილმა პროკურორმა უკვე გააკრიტიკა გლობალური დათბობის თეორია, ეჭვი შეიტანა რა მის მასშტაბებში და მასში ადამიანის როლზე.  ამას გარდა იგი ნახშირწყალბადების გამოყენების მომხრეა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ 2016 წლის პარიზის ხელშეკრულებას კლიმატის შესახებ დენონსაციას გაუკეთებდა. პარიზის ხელშეკრულების მიხედვით აშშ-მ სათბურის გაზის ატმოსფეროში ამოტყორცნა 2025 წლისათვის 26-28%-ით უნდა შეამციროს (2005 წლის დონესთან შედარებით).